მოლარე/კონსულტანტი ბათუმში

ბათუმი სრული განაკვეთი იალჩინ მარკეტი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ქართული, რუსული, თურქული
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი), გაყიდვების კონსულტანტი, საცალო კლიენტთა მომსახურება

იალჩინ მარკეტი აცხადებს ვაკანსიას მოლარისა და კონსულტანტის პოზიციებზე ქალაქ ბათუმში.

მოლარე:

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
  • მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
  • სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება

აუცილებელი მოთხოვნები

  • სასიამოვნო გარეგნობა.დადებითი პიროვნული თვისებები
  • უმაღლესი განათლება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;
  • დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • MS OFFICE – პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
  • ინგლისური, რუსული და თურქული, ენების საშუალო დონეზე ფლობა.
  • მსგავს პოზიციაზე მუშობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

კონსულტანტი:

მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
  • პროდუქციის თაროებზე განთავსება როგორც სავაჭრო დარბაზში, ასევე საწყობში;
  • თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება;
  • ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება. ვადების კონტროლი.

სავალდებულო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში.
  • უმაღლესი განათლება;
  • თურქული და რუსული ენების საშუალო დონეზე ფლობა

სასურველი უნარ-ჩვევები:

  • თავაზიანი მომსახურების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი;
  • მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი;
  • თურქული და რუსული ენების ცოდნა

ანაზღაურება: 500 ლარი, სამუშაოს წარმატებით შესრულების შემთხვევაში ყოველ მესამე თვეს 1000 ლარი.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს ,გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ.მისამართზე: cvyalcin@gmail.com

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია.

გაითვალისწინეთ CV ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.