დამხმარე ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ბიბლუსი
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტრის თანაშემწე

წიგნების მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანიის არსებობის 12 წლის მანძილზე „ბიბლუსმა“ შეძლო შეექმნა, საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით. დღეისათვის ქსელი მოიცავს 62 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჩვენი მისიაა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ხელმისაწვდომობის ზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში წიგნიერების დონის ამაღლებისა და, საზოგადოდ, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

სამუშაო მოვალეობებია :

  • ბუღალტრული ოპერაციებისა და დოკუმენტაციის წარმოება;
  • ფინანსური და საგადასახადო ოპერაციების წარმოება;
  • გადასახადების დეკლარირება და გადახდა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში;
  • ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების პროგრამულად დამუშავება;
  • სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მითითებების საფუძველზე.

სამუშაო მოთხოვნები :

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების მიმართულებით;
  • ბუღალტრული კურსების სერთიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბიზნეს კანონმდებლობის ცოდნა;
  • სასურველია საოფისე პროგრამების და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • შრომისმოყვარე და მიზანდასხული;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 - 18:00 სთ;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის ქ. # 49.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი შემდეგ ბმულზე: http://hr.palitra.ge/vacancy/0x90f9005056a2625311e9e4e6755d251d 2019 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე