საწყობის თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი ტესტ ჯორჯია
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე მართვის მოწმობა: B
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი

კომპანია "ტესტ ჯორჯია" რომელიც ეწევა კერამიკული ფილების რეალიზაციას, აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ტვირთის დაცლა, დასაწყობება;
  • საწყობის პერიოდული აღრიცხვა, დალაგება;
  • არსებობის შემთხვევაში წუნდებული პროდუქციის ჩამოწერა;
  • კლიენტის მომსახურება - ტვირთის ფაქტიურ მისამართამდე მიტანა;
  • ინვოისის საფუძველზე საწყობიდან გატანილი მასალის ზედნადების გამოწერა;

ძირითადი მოთხოვნები:

  • დისციპლინირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • უპირატესობა მიენიჭება აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე პირს

კვალიფიკაცია

  • სავალდებულოა არითმეტიკული ოპერირების უნარი
  • სასურველია საბუღალტრო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია უცხო ენის ცოდნა
  • სავალდებულოა ავტომობილის B კატეგორიის მართვის მოწმობა და მინიმუმ 1 წლის გამოცდილება

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV და ფოტოსურათი) შემდეგ მისამართზე: vacancy@testgeorgia.ge