ინვენტარიზაციის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ქებული კლიმატი
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: მარაგების მართვა

კომპანია «ქებული კლიმატი» გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია „ქებული კლიმატი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ინვენტარიზაციის მენეჯერი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ინვენტარიზაციის პროცედურების შემუშავება და დანერგვა;
  • სასაქონლო ნაშთების შემოწმება და შედარება პროგრამულად დაფიქსირებულ ნაშთებთან;
  • ყოველდღიური ანალიზის შესრულება მარაგებთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემების განსასაზღვრად;
  • მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამულად, ინსტრუქციის შესაბამისად;
  • რაპორტების წარმოება სამუშაო პროცესის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
  • კონტროლის, ანალიზის და სისტემატიზაციის უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@pragma.ge; სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!