ბარმენი

თბილისი სრული განაკვეთი ჭრელი აბანო
ხელფასი: 650
ენები: ინგლისური, რუსული
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: ბარმენი

შპს "ჭრელი აბანო" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის თანამდებობაზე.



სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო დღე

ანაზღაურება: 650 ლარი (ზრდის პერსპექტივით)



ფუნქცია-მოვალეობები:

  • შეკვეთის მიღება და/ან მიმტანის მიერ აღებული შეკვეთის სწრაფად და ხარისხიანად მომზადება;
  • სტუმრებისათვის ანგარიშის მომზადება და ნაღდი, თუ უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება კომპანიის პროცესების შესაბამისად;
  • ბარის მარაგების შევსება სასმლით და სხვა საჭირო ინვენტარით;
  • ბარის ინვენტარის გაფრთხილება, არეალის დასუფთავება და შესაბამისი სტანდარტების დაცვა;
  • ბარში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
  • გასიყიდი პროდუქციის სათანადოდ განლაგება და შესაბამისი შენახვის წესების დაცვა;
  • ბარში და მიმდებარე ტერიტორიაზე ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • შესაბამისი სერტიფიკატი და/ან ტრეინინგზე დასწრების ცნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • თავაზიანობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: info.chreliabano@gmail.com და სათაურის ველში - "Subject" აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.