პრომოუტერი

თბილისი სრული განაკვეთი ბი ემ ეს
მარკეტინგი, რეკლამა, PR: სარეკლამო აგენტი

სადისტრიბუციო და მარკეტინგული კომპანია BMS ქართულ ბაზარზე 2002 წლიდან არსებობს და არის ოცდაათზე მეტი ევროპული და ამერიკული პრემიუმ ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. მის ბრენდებს შორისაა: Frosch, Vileda, Basso, Caffarel, Wilkinson Sword, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა.

კომპანია ეძებს პრომოუტერს ხანგრძლივი თანამშრომლობის პერსპექტივით, პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის გაყიდვის და მომხმარებელთან კომუნიკაციის მიზნით.

მოთხოვნები:

  • პროდუქტის პრეზენტაციის კარგი უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • ენერგიულობა
  • პასუხისმგებლიანობა
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

მოვალეობები:

  • პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა
  • პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა მომხმარებელთან კომუნიკაციისას
  • პროდუქციის მიყიდვა მომხმარებლისთვის სავაჭრო ობიექტიდან
  • დახლზე პროდუქციის სწორად განთავსება
  • განთავსებული პროდუქციის ვიზუალის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 7 სამუშაო საათი (აქედან 1 საათი შესვენება), კვირაში 6 დღე. დასვენების დღე - ორშაბათი.
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, BMS-ის პარტნიორი სავაჭრო ობიექტები, დიდი სუპერმარკეტები

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით მისამართზე: s.chaduneli@bms.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის ზუსტი დასახელება - “პრომოუტერი”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი CV არ განიხილება.