კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი ბოგაჩო ჯორჯია
ხელფასი: 600 +ბონუსი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი

ელიტური ავეჯის და აქსესუარების მაღაზია “BOGACHO” აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
  • პროდუქციის რეალიზაცია;
  • კონსულტაციის გაწევა, საქონლის დახასიათება, მისი გამოყენების და მოვლის წესების ახსნა;
  • მაღაზიის სალაროს ოპერაციების შესრულება;
  • მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
  • საქონლის შეფუთვა;
  • საწყობის მოწესრიგება;
  • საქონლის წესივრულობის შემოწმება, ვიზუალური დათვალიერება (წინაგასაყიდი მომზადება)
  • საქონლის ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.

მოთხოვნები:

  • გრამატიკული მეტყველების უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა სასურველია;
  • ქართული და რუსული ენების ცოდნა აუცილებელია, ინგლისური ენის ცოდნა- საბაზისო დონე;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი;

პიროვნული მახასიათებლები:

  • პრეზენტაბელური
  • აქტიურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გაწონასწორებულობა, თავაზიანობა;
  • ცოდნის მიღებისკენ სწრაფვა;
  • ორგანიზებულობა;
  • შრომის მოყვარეობა და ენერგიულობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • პასუხისმგებლობობა;
  • პუნქტუალურობა;

სამუშაო პირობები:

  • განაკვეთი: სრული, 1 ან 2 დასვენებისდღე (ხელფასი გრაფიკის მიხედვით)
  • ანაზღაურება: 600 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV აუცილებლად ფოტოსურათით ინგლისურ ან რუსულ ენაზე ელ-ფოსტაზე: lerabirger400@gmail.com (ფოტოსურათის გარეშე კანდიდატურა არ განიხილება).