ინსტალატორი ზუგდიდში

ზუგდიდი სრული განაკვეთი ვესტლაინი
ენები: რუსული, ინგლისური მართვის მოწმობა: B
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ტელეკომუნიკაციების მართვა

ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია Westline აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე ზუგდიდში.

ვესტლაინი არის ინტერნეტ პროვაიდერი სამეგრელო-ზემო სვანეთში, რომელის აბონენთებს უზრუნველყოფს ყველაზე სწრაფი და სტაბილური ინტერნეტით.

სამუშაოს აღწერილობა:

  • ყველა ტიპის საინსტალაციო სამუშაოების შესრულება;
  • აბონენტებთან შიდა ქსელის დაზიანებების დროული აღმოფხვრა;
  • აბონენტთან შიდა ქსელის დაგეგმარება,მონტაჟი, რეკონსტრუქცია;
  • კომპანიის მოწყობილობების მონტაჟი და გამართვა;
  • მიწოდებული სერვისის ინსტრუქტაჟი;
  • აბონენტთან ხელშეკრულების გაფორმება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები

  • კომპიუტერული ტექნიკის, ოპერაციული სისტემების და ქსელების საფუძვლიანი ცოდნა;
  • სასურველია მანქანის მართვის მოწმობა/გამოცდილება;
  • სასურველია საკუთარი ავტომანქანის ყოლა;
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • სახელმწიფო ენის ფლობა;
  • დისციპლინირებულობა/კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობა/ორგანიზებულობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@westline.ge 2019 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში(Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.