კორპორატიული ბანკირი

თბილისი სრული განაკვეთი ბანკი ქართუ
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
საბანკო: კორპორატიული ბანკირი

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული ბანკირის თანამდებობაზე კორპორატიული ბიზნესის დაკრედიტების განყოფილებაში.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება, პოტენციური კლიენტების მოძიება
  • საშუალო და მსხვილი კლიენტების საკრედიტო განაცხადების განხილვა და პირველადი ინფორმაციის მოძიება
  • კლიენტის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
  • კლიენტის განაცხადის საფუძველზე პროექტის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტზე განსახილველად
  • არსებული კლიენტების მომსახურება, ახალი კლიენტების მოზიდვა, საბანკო პროდუქტების შეთავაზება
  • საკუთარი საკრედიტო პორტფელის მართვა, სესხების მონიტორინგი
  • პრობლემური საკითხების გადაწყვეტა, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ბანკსა და კლიენტს შორის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ( საბანკო/საფინანსო/მენეჯმენტის/ეკონომიკური განხრით)
  • ფინანსური უწყისების მომზადება მაღალ დონეზე
  • მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა, ბიზნეს კომუნიკაციის წარმოების უნარი
  • ქართული ენის, ინგლისური და რუსული ენების ფლობა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური უნარები)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი
  • დროის ეფექტური მენეჯმენტი, ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ინიციატივიანობა, კრეატიულობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე
  • გაყიდვების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათით უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე: vacancy@cartubank.ge

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ იქნება განხილული.

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 08 ნოემბერი.

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.