მოლარე /კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი მაღაზიათა ქსელი Best Market
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე

მაღაზია „Best Market”-ი აცხადებს ვაკანსიას "მოლარის" და "კონსულტანტის" პოზიციებზე:

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ვაზისუბნის 1მკ/რაიონი.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებელთათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
  • სარეალიზაციოდ განკუთვნილ პროდუქციაზე ინფორმაციის სწრაფი შესწავლის უნარი;
  • გასაყიდი პროდუქციის სათანადოდ განლაგება სექციაში და პროდუქციის ნაშთის კონტროლი;
  • გაყიდვების ხელშეწყობა და გაზრდა;
  • მარაგების ეფექტურად მართვის უზრუნველყოფა;
  • მაღაზიაში პროდუქციის მერჩენდაიზინგის სტანდარტების მიხედვით განლაგების უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის ვადების კონტროლი;
  • საკონტროლო და სალარო აპარატის,საბანკო პოსტ-ტერმინალის სწორად მართვა;
  • სალაროდან თანხის გატანის შემთხვევაში თანხის მითვლა;
  • ნაღდი ფულის შენახვის წესების,უსაფრთხოების წესების სრული დაცვა,საკასო-საფინანსო დისციპლინის შესრულება;

მოთხოვნები:

  • სტანდარტული საოფისე აღჭურვილობის გამოყენების ცოდნა;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: bestmarkt0@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ რომელ პოზიციაზე აგზავნით რეზიუმეს „კონსულტანტი“ ან „მოლარე“, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!