მესაწყობე

თბილისი სრული განაკვეთი ელიტ მოტორსი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი, საწყობის თანამშრომელი

შპს ''ელიტ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მესაწყობის პოზიციაზე.

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:

  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მესაწყობის პოზიციაზე;
  • ავტონაწილებისა და მისი თავისებურებების ცოდნა;
  • უპირატესად ჩაითვლება კვალიფიკაციის ქონა სამშენებლო და სპეც. ტექნიკის ნაწილების სფეროში;


პიროვნული თვისებები:

  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის სწორად მართვის უნარი;
  • ენერგიულობა და აქტიურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • კლიენტებთან ურთიერთობაზე ორიენტირებულობა.


ძირითადი მოვალეობები:

  • საწყობში მიღებული საქონლის კონტროლი/აღრიცხვა;
  • საქონლის ეფექტური დასაწყობება;
  • საქონლის მიღება-გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.


დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ CV ფოტოსურათით მისამართზე: zantelidze@elitemotors.ge . გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებით დეტალებზე შეთანხმება მოხდება უშუალოდ გასაუბრების დროს.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!