ადმინისტრაციული ასისტენტი წნორში

წნორი სრული განაკვეთი თიბისი ფეი
განათლება: ბაკალავრი
ადმინისტრაცია: ადმინისტრაციული თანაშემწე ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი

პოზიცია: ადმინისტრაციული ასისტენტი

განყოფილება: რეგიონალური მართვა

სამუშაო ადგილი: წნორი

სამუშაო მოთხოვნები

  • კომპანიის ყოველთვიური სხვადასხვა ტიპის გადახდების ორგანიზება და კონტროლი;
  • კომპანიაზე გაწერილი ინვოისების გადამოწმება, გაწეული მომსახურეობის შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • Rs.ge-ზე ზედნადებების ატვირთვა;
  • Rs.ge-ზე მიღებული ინფორმაციის გადამოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • ხელშეკრულებების ელ. რეესტრში აღრიცხვა და ვადების მუდმივი მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამებში (word, excel) მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

უნარები

  • კოლეგიალური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი;

გთხოვთ, 23 ოქტომბრამდე გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე -vacancy@tbcpay.ge სათაურის ველში მიუთითეთ სამუშაო ადგილი და პოზიციის დასახელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

შპს „თიბისი ფეი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 17 18 19, ელ ფოსტა: info@tbcpay.ge

გაცნობებთ, რომ შპს „თიბისი ფეი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.