მოლარე/კონსულტანტი ბათუმში

ბათუმი სრული განაკვეთი NTS
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე

კომპანია „NTS“ აცხადებს ვაკანსიას მოლარის და კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

კონსულტანტი

ძირითადი მოვალეობები

  • მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა;
  • კომპანიის პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა;
  • მოთხოვნილ პროდუქციაზე მომხმარებლისთვის ხარისხიანი და ეფექტური მომსახურების გაწევა;
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;

ძირითადი მოთხოვნები

  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური, რუსული და თურქული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები

  • თავაზიანობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;

მოლარე

ძირითადი მოვალეობები

  • ფინანსური ოპერაციების პროგრამული ასახვა;
  • სასაქონლო ზედნადებისა და სალარო ოპერაციების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (შემოსავლის/გასავლის ორდერი, გადახდის ქვითარი);
  • საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერა;
  • სალარო-აპარატისა და საბანკო ტერმინალის მოხმარება;
  • დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამული მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა;
  • სალაროს ნაშთის კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების მიმართულებით);
  • მსგავს სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • უცხო ენებისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები

  • პასუხისმგებლიანი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • მოწესრიგებული;

კომპანიის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.nts.ge

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელ.მისამართზე hr@nts.ge და სათურის ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანტური პოზიციის დასახელება და ადგილმდებარეობა.

გისურვებთ წარმატებას.