1C სისტემის ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი საქართველოს მელიორაცია
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: რუსული, ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: 1C სპეციალისტი

შპს „საქართველოს მელიორაცია“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დეპარტამენტის რეპორტინგისა და ანალიტიკის სამსახურში 1C სისტემის ადმინისტრატორის თანამდებობაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • 1C ERP სისტემის ფინანსური მოდულების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • 1C ERP სისტემაში არსებული ფინანსური ოპერაციების და რეპორტების ანალიზი, ხარვეზების გამოვლენა;
  • სისტემაში გატარებული ტრანზაქციების მუდმივი მონიტორინგი, ხარვეზების იდენტიფიცირება და გასწორების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის მიერ დასმული ამოცანის შესწავლა, ანალიზი და 1C ERP სისტემაში მისი განხორციელების შესაძლებლობის განსაზღვრა;
  • გამოვლენილი ხარვეზისა თუ დასმული ამოცანისათვის ტექნიკური დავალების მომზადება და პროგრამისტისათვის მისი მიწოდება;
  • ახალი ფუნქციონალის (ან გამოსწორებული ხარვეზის) სატესტო გარემოში ტესტირება;
  • კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია;
  • სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ, კომპანიაში დადგენილი წესის შესაბამისად, მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
  • საჭიროების შემთხვევაში 1C ERP სისტემაში ინფორმაციის შეყვანა/დამუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების განხრით: ფინანსების/ბუღალტერიის/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ფინანსურ ანალიტიკოსად, ERP სისტემის ადმინისტრატორად ან მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
  • ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
  • 1C 8.2./8.3 ERP პროგრამის ფინანსური მოდულების კარგად ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel, Visio, MS PowerPoint, Outlook, Internet Explorer) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სტანდარტების (IFRS) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • რუსული და ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
  • მისამართი: ქ. თბილისი, გია გულუას ქ. N6.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს 18.11.2019.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “1C სისტემის ადმინისტრატორი“