ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ანდრე აუდიტი
ხელფასი: 500 - 600 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ACCA, ბუღალტერ-ოპერატორი

შპს ანდრე აუდიტი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

შპს "ანდრე აუდიტი" არის აუდიტორული კომპანია, რომელიც დაარსდა 2014 წელს. მიუხედავად იმის, რომ არც თუ დიდი ხნის კომპანიაა ბაზარზე დაიმკვიდრა თავისი ადგილი. მისი გუნდი შედგება პროფესიონალი კადრებისგან რომლებიც მზად არიან ნებისმიერი გამოწვევას გაართვან თავი რაც არის დღეს აუდიტის და ფინანსური აღრიცხვის სფეროში. კომპანია აძლევს განვითარების და წინსვლის საშუალებას თავის თანამშრომლებს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

  • სრული ბუღატრული აღრიცხვის წარმოება
  • საბუღალტრო და საოფისე პროგრამებში ინფორმაციის შეტანა და გადამოწმება.
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით და შესაბამის ვადებში;
  • ფინანსური რეპორტების/ანგარიშების მომზადება დაინტერესებული მხარეებისათვის შეთანხმებული ფორმითა და პერიოდულობით;
  • აუდიტის პროცესში ჩართვა
  • კომპეტენციის შესაბამისი სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია პროფილის შესაბამისი-ბუღალტერია/ აუდიტი/ ფინანსები);
  • ბუღალტრად მუშაოების ორ წლიანი გამოცდილება (სასურველია მთვარი ბუღლტრის პოზიციაზე);
  • ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა fina- სთან და ორისთან მუშაობის გამოცდილება აუცილებელია
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამები, მათ შორის Microsoft Exel-ის კარგად ცოდნა
  • უცხოური ენები: ინგლისური აუცილებელია და რუსული საკომუნიკაციო დონეზე (ზეპირი და წერილობითი);
  • სასურველია ACCA- ს საკვალიფიკაციო კურსი (პირველი დონე მაინც)

სხვა პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და პუნქტუალურობა;
  • საქმისადმი მიდგომა მაღალი პასუხისმგებლობით;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი/ ბოჭორმის ქუჩა 50/18

სამუშაო გრაფიკი: სრული, 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.andreauditi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „ბუღალტერი“