1C დეველოპერი

თბილისი სრული განაკვეთი საქართველოს მელიორაცია
ინფორმაციული ტექნოლოგიები: პროგრამისტი/დეველოპერი

შპს „საქართველოს მელიორაცია“ აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მონაცემთა ბაზების არქიტექტურისა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების განყოფილებაში 1C დეველოპერის თანამდებობაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის საქმიანობის ავტომატიზაცია 1C-ის ბაზაზე;
  • კონფიგურაციების შემუშავება კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად;
  • მომხმარებლების მხარდაჭერა და კონსულტაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • 1C 8.3 გარემოსთან მუშაობის გამოცდილება;
  • 1C პროგრამირების ენის ცოდნა;
  • 1C არსებულ ფუნქციონალში ცვლილებების შეტანა;
  • პროგრამული ხარვეზების მოძიება/გასწორება;
  • ახალი ფუნქციონალის შემუშავება/დანერგვა;
  • Web-სერვისების ზოგადი ცოდნა;
  • PHP ან Javascript პროგრამირების ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სხვა მოთხოვნები:

  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
  • გუნდურობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
  • მისამართი: ქ. თბილისი, გია გულუას ქ. N6.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს 29.11.2019.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “1C დეველოპერი".