დღე-ღამის მოლარე-ოპერატორი მარნეულში

მარნეული სრული განაკვეთი რიკო ექსპრესი
ენები: რუსული, ინგლისური
საბანკო: მოლარე (საბანკო), ბანკის ოპერატორი

მისო"რიკო ექსპრესი" ქ. მარნეულში აცხადებს ვაკანსიას დღე-ღამის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.



საწყისი ანაზღაურება: 600 ლარი (ხელზე ასაღები) + სამედიცინო დაზღვევა + პრემია + მე-13 ხელფასი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ფულადი გზავნილების სისტემით ოპერაციების განხორციელება;
  • ვალუტის გაცვლითი ოპერაციების განხორციელება;
  • მომხმარებლებისთვის ბანკის პროდუქტების შეთავაზება და კონსულტირება;
  • სწორი გადამისამართება მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.



მოთხოვნები:

  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სასურველია აპლიკანტს გააჩნდეს სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ადგილობრივი კადრი;


კანდიდატები მზად უნდა იყვნენ გაიარონ სტაჟირება. (არაანაზღაურებადი სტაჟირება 1 თვე)


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად(ფოტოს ზომა 3X4) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ricocredit.com და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის და ქალაქის დასახელება, ან მოიტანოთ შემდეგ მისამართზე: შ.რუსთაველის 60ა.

რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.