დამხმარე მზარეული

თბილისი სრული განაკვეთი Horizont Hotel Tbilisi
ხელფასი: 600
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეული

სასტუმრო "Horizont Hotel Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე მზარეულის პოზიციაზე.

პოზიციის სახელწოდება: დამხმარე მზარეული

დეპარტამენტი: კვებისა და სასმელების დეპარტამენტი

ანგარიშვალდებულება: მზარეული

სამუშაოს მიზანი:

  • პასუხისმგებელია ხარისხიანი კერძების მომზადებაზე, მის პოზიციასთან დაკავშირებული ყველა დავალების ეფექტურად განხორციელებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • დაემორჩილოს სტანდარტებს და ჯგუფის აღმასრულებელი შეფ მზარეულის მიერ დადგენილ რეცეპტებს;
  • შეასრულოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით სიზუსტით და მინიმალური დანაკარგით;
  • სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, უზრუნველყოს სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობა;
  • დაამყაროს ეფექტური და პროდუქტიული ურთიერთობა სამზარეულოს თანამშრომლებთან;
  • განახორციელოს სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი;
  • ატარებდეს მოწესრიგებულ უნიფორმას, გამოიყურებოდეს სუფთად და შეესაბამებოდეს სტანდარტებს;
  • დაიცვას ჰიგიენის ნორმები;
  • უზრუნველყოს ჰიგიენის მაღალი დონე და დისციპლინა.

საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
  • დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი № 3

ანაზღაურება: 600 ლარი ფიქსირებული

სამუშაო გრაფიკი: 06:30 - 15:30; 13:30 - 22:30;

უქმე დღე - კვირაში 2 დღე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@horizonthotels.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრებით.