დასუფთავების თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი Horizont Hotel Tbilisi
ხელფასი: 500
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)

სასტუმრო "Horizont Hotel Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

განყოფილება: დასუფთავების დეპარტამენტი
ანგარიშვალდებულება: დასუფთავების სუპერვაიზერი



მოვალეობები:

  • სასტუმროში განთავსებული ყველა ნომრის დღიურად მომსახურება არსებული სტანდარტების შესაბამისად;
  • ყველა სართულის გასაღებების მიღება-ჩაბარების უზრუნველყოფა;
  • დაკარგული ნივთების დასუფთავების დეპარტამენტში მოთავსება;
  • პასუხისმგებლობა კორიდორის მონაკვეთის სისუფთავეზე, მათ შორის ხალიჩის, პლინთუსის, ნახატების, შვერილების, სკამებისა და მაგიდების;
  • გარე პერიმეტრის დასუფთავება.
  • ლოგინის გადასაფარებლების, ზეწრების, საბნებისა და საშხაპე შუშების ხშირი წმენდა და დასუფთავების დეპარტამენტში აღრიცხვა;
  • ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შეტყობინება სტანდარტების შესაბამისად;
  • კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების გაცნობა და მოვალეობის ამ პროცედურების შესაბამისად შესრულება;
  • აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფა და ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამის პირებისთვის შეტყობინება;
  • წუნდებული თეთრეულის სწორად აღმოჩენა;
  • სპეციალური მოთხოვნის შემთხვევაში, სტუმრისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა.

საჭირო უნარები:

  • სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • ადმინისტრაციული პრინციპების ცოდნა;
  • რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • კარგი ორგანიზაციული უნარები;
  • *ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.


სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი № 3
ანაზღაურება: 500 ლარი ფიქსირებული
სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00
უქმე დღე - კვირაში 2 დღე

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@horizonthotels.ge

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრებით.