მერჩენდაიზერი ბათუმში

ბათუმი სრული განაკვეთი ბი ემ ეს
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მერჩენდაიზინგი

სადისტრიბუციო და მარკეტინგული კომპანია BMS აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის თანამდებობაზე ბათუმში.

BMS ქართულ ბაზარზე 2002 წლიდან არსებობს და არის ოცდაათამდე ევროპული და ამერიკული პრემიუმ ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში.

მოთხოვნები:

  • პროდუქტის პრეზენტაციის კარგი უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელური
  • ენერგიული
  • პასუხისმგებლიანი
  • გუნდური მუშაობის უნარი

მოვალეობები:

  • პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა
  • პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა
  • სავაჭრო ობიექტებზე მომხმარებლებთან ურთიერთობა
  • დახლზე პროდუქციის სწორად განთავსება
  • განთავსებული პროდუქციის ვიზუალის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 7 სამუშაო საათი, 6 დღე კვირაში
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
  • სამუშაო ადგილი: ბათუმი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით მისამართზე: g.andguladze@bms.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მერჩენდაიზერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი CV არ განიხილება.