ადგილობრივი შესყიდვების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი აჭარა ჯგუფი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი

აჭარა ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე აწარმოოს ფასების და საბაზრო ტენდენციების პროგნოზი და შესაბამისად განსაზღვროს ადგილობრივი შესყიდვების პროცესი;
  • მართოს ურთიერთობები და აწარმოოს მოლაპარაკებები ძირითად მომწოდებლებთან, უზრუნველყოს ფასის, ხარისხის და მიწოდების პირობები;
  • მოთხოვნის საფუძველზე საპროექტოს და სამშენებლოს მმართველ მენეჯერთან და ფინანსურ მენეჯერთან შეთანხმებით შეისყიდოს საჭირო სამშენებლო მასალები;
  • აკონტროლოს და მართოს ადგილობრივი შესყიდვების მიმდინარე პროცესი;
  • მაღალბიუჯეტიანი პროდუქციის შესაძენად წარადგინოს მოთხოვნა საგარეო შესყიდვების დეპარტამენტთან და მასთან შეთანხმებით განათავსოს შეკვეთა;
  • გააკონტროლოს მოწოდების ვადები და ხარვეზების შემთხვევაში აცნობოს მმართველ მენეჯერს/პროექტის მენეჯერს;
  • მოიძიოს ახალი პარტნიორები და ითანამშრომლოს საიმედო მომწოდებლებთან;
  • პერიოდულად მოამზადოს რეპორტი და წარუდგინოს მმართველ მენეჯერს/ფინანსურ მენეჯერს.

საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპორატესობად;
  • უმაღლესი განათლება ფინანსური/ეკონომიკური მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა (MS Office, Microsoft Excel);
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
  • კარგი საკომუნიკაციო უნარები;
  • კარგი ორგანიზაციული უნარები;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 28 ნოემბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@adjaragroup.com

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.