
ვებ–საიტი: zodi.ge/
კომპანია ,, ზოდი პლიუსი’’ საქართველოს ბაზარზე 2007 წლიდან მოღვაწეობს, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე კარის, ასევე სარემონტო–მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია. ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული უმაღლესი ხარისხის შიდა და გარე კარი, ბუნებრივი ქვებისგან დამზადებული სხვადასახვა დიზაინის, ზომის, ფერის ნაკეთობები ინტერიერისა და ექსტერიერისთვის. გამოცდილი პროფესიონალური გუნდის წყალობით, დღეს ჩვენი კომპანია ქართულ კონკურენტულ ბაზარზე თავის სფეროში ერთ- ერთი აქტიური მოთამაშეა, რაც განპირობებულია მომხმარებლისთვის ხარისხიანი პროდუქციის მიწოდებით, მომსახურების მაღალი დონითა და ხელმისაწვდომი ფასით. კომპანია ,,ზოდი პლიუსი’’ ცნობილი ებრაული ბრენდის ,, ზიგას’’ ოფიციალური წარმომადგენელია ამიერკავკასიაში, ,,ზიგა’’ აზიაში კარების წარმოების ლიდერია, მის მიერ წარმოებული პროდუქცია ცნობილია თავისი გამორჩეული დიზაინით, საიმედოობითა და ხანგრძლივი ექპლუატაციით.
გარდა შიდა და გარე კარის ფართო არჩევანისა (200–ზე მეტი სახეობაა წარმოდგენილი ,,ზოდი პლიუსის’’ შოურუმებში), ,,ზოდი პლიუსი’’ ბოლო რამდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს ბუნებრივი და ხელოვნური ქვების: გრანიტის, კვარცის, მარმარილოს ქვის იმპორტს ესპანეთიდან, იტალიიდან, ნორვეგიიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან და აფრიკის სხვა ქვეყნებიდან.
ასევე გთავაზობთ ზემოთ ჩამოთვლილი ქვებისგან კომპანიის კუთვნილ ქვის საამქროში დამზადებულ ნებისმიერი დიზაინის, ზომის, უნიკალური ფერის ნაკეთობების მრავალფეროვან არჩევანს: ბუხრებს, სამზარეულოს ზედაპირებს, ფანჯრის რაფებს, ბარის ზედაპირებს, კიბის საფეხურებს, იატაკის მოსაპირკეთებელ ფილებსა და სხვა. კომპანია,, ზოდი პლიუსი’’ ქვის ნაკეთობების დამზადებას მხოლოდ პროფესიონალებს ანდობს, რომლებიც ევროპული ტექნოლოგიების გამოყენებით, უჩვეულო სიზუსტით უმოკლეს ვადაში აღწევენ სასურველ შედეგს, ნებისმიერი სირთულისა და დიზაინის ქვის ნაკეთობის დასამზადებლად. ჩვენს შოურუმებში წარმოდგენილი პროდუქცია გაალამაზებს ნებისმიერი დიზაინის ინტერიერს, როგორც თანამედროვეს, ისე კლასიკურს.
,,ზოდი პლიუსი’’ მუდამ ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე და მათი სურვილებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით სისტემატიურად ანახლებს ასორტიმენტს, რათა მომხმარებლებს გაუადვილდეთ არჩევანის გაკეთება.
,,ზოდი პლიუსის’’ მაღაზიები მდებარეობს შემდეგ მისამართებზე: წერეთლის 149 მტკვრის მარცხენა სანაპიროზე( დიღმის ხიდთან, ქსნის ქუჩისკენ მიმავალ გზასთან), აკაკი წერეთლის გამზ. #149 ა, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა #5( ვახუშტის ხიდთან), აკაკი წერეთლის გამზ. #117.