საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი - სდასუ

logo

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ) 1991 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა.

განვლილი ოცდაორი წლის განმავლობაში სდასუ თანდათან იქცა ეროვნულ ფასეულობებსა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე დაფუძნებულ ევროპულ უნივერსიტეტად. ამას მოწმობს ის დიდი აღიარება, რომელიც სდასუ-მ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მოიპოვა: 2007 წელს ევროპის ბიზნესასამბლეის წევრი გახდა და საუკეთესო უნივერსიტეტების კატალოგში დაიმკვიდრა ადგილი.