ბიოფარმი

logo

ს/ს "ბიოფარმი" შეიქმნა 1994 წელს, როგორც სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება ბაქტერიოფაგის მემკვიდრე. ს/ს "ბიოფარმი" არის 100%-ით კერძო საწარმო და მასში დაკავებულია სულ 100 თანამშრომელი.
ს/ს "ბიოფარმმა" შეინარჩუნა ბიოლოგიური პრეპარატების ის ნომენკლატურა, რომელსაც ტრადიციულად აწარმოებდა სსგ "ბაქტერიოფაგი" და ამასთან წარმოებაში დანერგა და აწარმოებს ფარმაკოქიმიური პრეპარატების მთელ სპექტრს: სულ 50-მდე დასახელების პრეპარატი საინექციო ხსნარების, სუბლიმირებული საინექციო ფორმების, თვალის და ცხვირის წვეთების, აგრეთვე ტაბლეტების სახით.
უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ს/ს "ბიოფარმი" საქართველოს შიდა ბაზარზე ყიდის წარმოებულ პროდუქციის 30-35%. რეალიზაციის 65-70% მოდის ექსპორტზე. ექსპორტი ხორციელდება უზბეკეთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, სასომხეთში, მოლდოვეთსა და ბულგარეთში. ს/ს "ბიოფარმი"-ს წარმოების უმეტესობა პრეპარატები დარეგისტრირებულია და იყიდება ამ ქვეყნებში.