ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია

logo

ვებ–საიტი: icca.ge/

საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მოქმედმა კომპანიებმა 2015 წლის 23 ივნისს დააფუძნეს ა.ა.ი.პ. „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, რომლის მიზანია უზრუნველყოს სამშენებლო კომპანიების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათი სამართლებრივი გარანტიებისა და საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა, სამშენებლო კომპანიების პრესტიჟის მხარდაჭერა, სამშენებლო ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, სამშენებლო სფეროში ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით სხვადასხვა წინადადებისა და რეკომენდაციების მომზადება. ასევე, საქართველოში სამშენებლო ბიზნესის სფეროს გაფართოების მიზნით კადრების მომზადება და გადამზადება; სპეციალიზირებული სასწავლო კურსების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრების შექმნა და მართვა; ასოციაციის წევრი კომპანიების სერტიფიცირებული კადრებით უზრუნველყოფა და სხვა.