*თერმა

logo

ვებ–საიტი: www.terma.ge

ელ. ფოსტა: hr@terma.ge

კომპანია «თერმა» 23 წელზე მეტია ზრუნავს, რომ ყველა სახლში, ოფისში თუ ბინაში იყოს კომფორტული გარემო „ჩვენ ვქმნით თქვენთვის ამინდს".

«თერმა» გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების იმპორტიორია საქართველოში 1997 წლიდან. კომპანია თანამშრომლობს მომწოდებლებთან, რომელთა პროდუქცია სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ამავდროულად, ადაპტირებულია საქართველოში ექსპლუატაციისათვის.

კომპანიის პერსონალი შედგება გამოცდილი ინჟინრების, ხარჯთაღმრიცხველების, მშენებლებისა და კვალიფიციური ინსტალატორებისგან, რაც უზრუნველყოფს ჩვენი მომხმარებლების მხრიდან დასახული ამოცანების ყველაზე რაციონალურ გადაწყვეტილებას.

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს მომსახურების სრულ სპექტრს:

გათბობა;გაგრილება;ვენტილაცია;წყალგაყვანილობა;ხანძარქრობა;უსაფრთხოება;

ღირებულებები

 ჩვენი მისიაა შევქმნათ ენერგოეფექტური და საიმედო საინჟინრო ასორტიმენტი. კვალიფიციური ცოდნის, პროფესიული გამოცდილების, თანამედროვე ტექნოლოგიების, მაღალხარისხიანი პროდუქციით და კეთილსინდისიერი სერვისის მეშვეობით უზრუნველვყოთ მომხმარებლისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემო.

უპირატესობები :

გამოცდილება: თქვენ გემსახურებათ, მაღალკვალიფიციური გუნდი, რომელიც მუშაობს “ASHRAE“-ს (American Society of Heating, Refrigerating, and Air-Conditioning Engineers) სტანდარტების შესაბამისად.

ინოვაცია: ჩვენი გუნდი მუდმივად ცდილობს დროულად დანერგოს ახალი ტექნოლოგიები ქართულ ბაზარზე და შემოგთავაზოთ უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილება.

ექსკლუზივი: «თერმა» მსოფლიოში ცნობილი მწარმოებლების ექსკლუზიური პარტნიორია, რაც პროდუქციის ფასზე და ხარისხზე დადებითად აისახება.

ასოციაციები

თერმა» არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ასოციაციისა და გაერთიანების წევრია, რაც მის მიმართ ნდობის ფაქტორს საგრძნობლად ზრდის.

კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში მნიშვნელოვანია არამხოლოდ კლიენტების, კონკურენტებისა და პარტნიორი მომწოდებლების მიმართ მკაფიო და ოპტიმალური ბიზნეს ურთიერთობის არსებობა, არამედ ქვეყნის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვა.

2017, 2018 და 2019  წლების ოქროს ბრენდი

კატეგორია: გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება

კომპანია თერმა ხშირად გთავაზობთ ვაკანსიებს პოზიციებზე:

  • HVAC პროექტის მენეჯერი.
  •  ინჟინერ-დამპროექტებელი ( პროექტანტი).