პალატი თბილისი

logo

ინდუსტრია: სასტუმრო, რესტორანი, ქეითერინგი

თანამშრომელთა რაოდენობა: 50 - 100

ელ. ფოსტა: info@palaty.ge

ქუთაისის გამორჩეულმა რესტორანმა პალატმა თბილისშიც დაიწყო ოპერირება რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის არის კორპორატიული ქეითერინგი, კომპანია უზრუნველყოფს რამდენიმე კომპანიის თანამშრომლების კვებას.
ამ ეტაპზე გვჭირდება კვალიფიციური კადრები ერთ-ერთ კომპანიაში.

პალატის შესახებ
"პალატი ჩვენი სახლია"

სიტყვა "პალატი” ნიშნავს ლეჩხუმური ოდის ქვითკირით ნაშენებ პირველ სართულს, სადაც ბუხარში დანთებულ ცეცხლთან ოჯახი ატარებს ძირითად დროს და სადაც გულთბილ გარემოცვაში უმასპინძლდებიან სტუმარს. პალატი ასოცირდება სახლთან, ოჯახთან და მყუდრო გარემოსთან. 

ბარ-რესტორანი პალატის განსხვავებული კონცეფცია, მყუდრო და სასიამოვნო გარემო, სტუმართან ინდივიდუალური მიდგომა ქმნის მომხმარებლისადმი კომპლექსურ დამოკიდებულებათა სტანდარტიზირებულ ჯაჭვს.

რესტორანს მიღებული აქვს მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო აღირება, მათ შორის არის Welcome to Georgia-National Tourism Award - 2020 წლის საუკეთესო კონცეფციის კაფე-რესტორანი; საერთაშორისო  მაღალრეიტინგული ტურისტული პორტალის Tripadvisor - ის მონიჭებული Certificate of Excellence;
ფრანგული კულინარიული გზამკვლევის Gault and Millau - ს მიერ მონიჭებული ქუდი 2019 წელს; Lonely Planet Travel Guide - ის მონიჭებული Top Choice to eat ქუთაისში წლების განმავლობაში და მრავალი სხვა.
ასევე ღვინის სადეგუსტაციო სახლის ,,საწნახელის“ გახსნა პალატის ინიციატივითა და პარტნიორობით.