05 Jun - 04 Jul
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Administration / Business Management
Administration - Industry / Field: Retail
Retail - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 1250 - 1500
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 1 year
- Specialization/Specialty(Desired):Administration / Business Management
Administration - Industry / Field(Desired):Retail
Retail - Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სს „ნიკორა ტრეიდი“ - საქართველოს საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. ჩვენ პირველებმა დავამკვიდრეთ სუპერმარკეტების ქსელის კულტურა საქართველოში და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის რითეილ სექტორის განვითარებას.
25 წლიანი წარმატების ისტორია 2000 წელს დაიწყო და დღეს ვაერთიანებთ ორი ბრენდის -„ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ 650-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში ვქმნით ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და კომფორტზე დაფუძნებულ გამოცდილებას. მუდმივი ზრდა და ინოვაციები გვაძლევს საშუალებას, დავრჩეთ ლიდერ პოზიციაზე და განვავითაროთ თანამედროვე სავაჭრო სტანდარტები საქართველოს მასშტაბით.
სს „ნიკორა ტრეიდი“ დღეს 8500-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რაც კომპანიას საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად აქცევს. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებას ქმნიან ადამიანები და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი კომპანიის ყველაზე დიდი ღირებულებაა.
შემოგვიერთდი „ნიკორა ტრეიდში“ - კომპანიაში, სადაც პატივისცემა, პასუხისმგებლობა, მომხმარებელზე ორიენტაცია, სტაბილურობა და გაუმჯობესებისკენ სწრაფვა ერთიანდება საერთო მიზნის მისაღწევად - გავაგრძელოთ პირველობის ისტორია.
სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურებას თვეში ორჯერ დარიცხვით: 1250-1500 ლარს + ბონუსს
- 5 დღიან სამუშაო კვირას, 2 დღე დასვენება
- ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო შეთავაზებას
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის 1 წლიან სამგზავრო ბარათს 100%-იანი დაფინანსებით
- ანაზღაურებად სტაჟირებას
- ტრენინგებისა და სწავლების შესაძლებლობას
- დასაქმების მარტივ პროცედურას
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას 3-6 თვის შემდეგ და გაზრდილ ანაზღაურებას
- მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს
ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტის თანამშრომელთა გუნდის მართვა
- დარბაზში პროდუქციის განლაგებისა და ვადების კონტროლი
- ფასების ცვლილების შემთხვევაში, ახალი ფასმაჩვენებლების დაბეჭდვა და შესაბამის პროდუქტებთან განთავსება
- პროდუქციის აღწერის პროცესში უშუალო ჩართულობა
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების კონტროლი სავაჭრო ობიექტზე
- საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სავაჭრო მიმართულებით მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე https://hel-ai.com/apply/e1wlDLDb
Apply (On another website)
Administration / Business Management
Administration
Views
Unique views
