Today - 12 Jul
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Banking
Customer Service Consultation Sales Sales Management - Industry / Field: Finance
Banking - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Temporary
- Work Location: On site
Employer requirement:
- Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
- Minimal educational level: High School
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
თიბისი აცხადებს ვაკანსიას შემდგეგ პოზიციაზე : დისტანციური გაყიდვების მენეჯერი - არაუზრუნველყოფილი სესხები
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოქმედების ვადა: 13/07/2026
დასაქმების ტიპი: დროებითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული გრაფიკი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
შენ, როგორც დისტანციური გაყიდვების მენეჯერი:
- განახორციელებ გამავალ ზარებს მომხმარებლებთან;
- სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით შეძლებ ახალი მომხმარებლის მოზიდვას;
- მომხმარებლების ინტერესებზე დაყრდნობით შესთავაზებ მათ საბანკო პროდუქტებს;
- აქტიურად ჩაერთვები ინდივიდუალური და გუნდური მიზნების მიღწევის პროცესში;
შენ გექნება შესაძლებლობა:
- შეისწავლო საბანკო პროდუქტები და პროცესები;
- მიიღო შენთვის საინტერესო ცოდნა და გამოცდილება საბანკო სექტორში;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა მინიმუმ 6 თვიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, შენს ინტერესებსა და მიმართულებაზე დაყრდნობით;
- გაეცნო მომსახურების საუკეთესო სტანდარტებს, რომელიც დაგეხმარება ყოველდღიური სამუშაოს შესრულებაში;
- იმუშავო პროფესიონალ ადამიანებთან ერთად გუნდურ გარემოში.
ჩვენ გთავაზობთ:
- დისტანციურ სამუშაო ფორმატს, სადაც მოგეცემა საშუალება იმუშაო სახლიდან, ოფისიდან ან ნებისმიერი შენთვის მოსახერხებელი ლოკაციიდან;
- სასწავლო პლატფორმებს და განვითარების მრავალ შესაძლებლობას;
- დამატებით ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევა, well-being აქტივობები, შიდა შეთავაზებები, ფონდი „თიბისელები“ და სხვა
კვალიფიკაცია
- ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა;
- ფიქრობ, რომ გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარები;
- ხარ აქტიური, მიზანდასახული და გაქვს განვითარების მაღალი მოტივაცია;
- გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/zDX2w
Apply (On another website)
Banking
Customer Service Consultation
Sales
Sales Management
Views
Unique views
