17 Jun - 17 Jul
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Logistics / Transport
Warehousing - Industry / Field: Recreation & Travel
Hospitality, Restaurant/Cafe/Bar - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 1 year
- Specialization/Specialty(Mandatory):Logistics / Transport
Warehousing - Industry / Field(Mandatory):Recreation & Travel
Hospitality, Restaurant/Cafe/Bar - Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
NQ Hospitality Management Group აცხადებს ვაკანსიას – საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ბათუმში
NQ Hospitality Management Group, რომელიც ოპერირებს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში და მართავს სასტუმრო-სარესტორნო ობიექტებს, აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. თუ ხართ პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და გაქვთ სასაწყობე საქმიანობის გამოცდილება, შემოუერთდით ჩვენს გუნდს და გახდით მზარდი და წარმატებული კომპანიის ნაწილი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- საწყობში შემოსული პროდუქციისა და მასალების მიღება, გადმოტვირთვის პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
- მიღებული საქონლის ვიზუალური მდგომარეობის შემოწმება და რაოდენობრივი შესაბამისობის დადგენა თანმხლებ დოკუმენტებთან (ზედნადებები, ინვოისები);
- პროდუქციის კატეგორიების მიხედვით დახარისხება და საწყობის დადგენილ ზონებში/თაროებზე განთავსება.
- შიდა მოთხოვნების ან კლიენტების შეკვეთების საფუძველზე პროდუქციის ზუსტი აკრეფა, შეფუთვა და მარკირება;
- პროდუქციის გაცემამდე ხარისხის, ვადებისა და რაოდენობის კონტროლი;ტრანსპორტირებისთვის გამზადებული ტვირთის უსაფრთხო ჩატვირთვის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა.
- სასაწყობე ნაშთების მუდმივი კონტროლი
- პერიოდულ და გეგმიურ ინვენტარიზაციებში აქტიური მონაწილეობა;
- დაზიანების, დეფექტის ან დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.
- საწყობში სისუფთავის, წესრიგისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- სასაწყობე ტექნიკისა და ინვენტარის გამართული მუშაობის კონტროლი და მოვლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- სასაწყობე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- პროგრამების ცოდნა: Fina, RS;
- MS Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@nqhospitality.com
წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება
Logistics / Transport
Warehousing
Views
Unique views
