22 Jun - 21 Jul
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Construction
Heavy Construction Equipment - Industry / Field: Manufacturing
Glass, Ceramics & Concrete - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Additional benefits: Free meal,Health insurance,Trainings and the opportunity for professional growth,Providing transportation,Corporate mobile number
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 2 years
- Specialization/Specialty(Desired):Construction
Heavy Construction Equipment - Industry / Field(Desired):Manufacturing
Glass, Ceramics & Concrete - Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: Bachelor
- Languages: Georgian
- Driving licence: B Category ,C Category
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში, ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
ჰანიველ ცემენტი აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში მობილური პომპის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 6 დღე
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი მოვალეობები:
- ავტობეტონტუმბოს ოპერირება და მოვლა
- მშენებარე ობიექტებზე ტუმბოს გამართვა
- მილსადენის აწყობა/გამართვა
- მიწოდებული ბეტონის გადატუმბვა
- კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებსა და რეგულაციების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე
- მართვის მოწმობა - B, C კატეგორია
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პრემიუმ დაზღვევას საუკეთესო პირობებით ყველა თანამშრომლისთვის
- სრულად ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას ორივე მშობლისთვის
- ფინანსურ მხარდაჭერას ბავშვის შეძენის შემთხვევაში
- კორპორატიულ სასაუბრო პაკეტსა და ულიმიტო ინტერნეტს
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: careers@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - მობილური პომპის ოპერატორი (თბილისი)
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
Construction
Heavy Construction Equipment
Views
Unique views
Other jobs at company
