23 Jun - 23 Jul
Start
Preschool Education Program Teacher Assistant
Tbilisi, Saburtalo, Politkovskaya st. (Jikia St.)
Application information
Phone: +995593343131

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Science / Education Preschool education
  • Industry / Field: Education Preschool Education
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory: from 2 to 3 years
  • Specialization/Specialty(Desired):
    Science / Education Preschool education
  • Industry / Field(Mandatory):
    Education Preschool Education
  • Seniority level: Mid-Level
  • Minimal educational level: Bachelor
  • Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

სკოლა „ოლიმპი“ აცხადებს ვაკანსიას სკოლამდელი განათლების პროგრამის (pre-school) მასწავლებლის ასისტენტის პოზიციაზე.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 1.

„ოლიმპი“- მრავალწლიანი, სტაბილური გამოცდილების მქონე სკოლაა, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პედაგოგებით და საუკეთესო განათლების მიღებასთან ერთად, ჯანსაღი ცხოვრების სტილს აჩვევს ახალგაზრდებს.

სკოლა „ოლიმპის“ სკოლამდელი განათლების პროგრამის მიზანია, ბავშვების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა უსაფრთხო და პროგრესულ გარემოში, სადაც გათვალისწინებულია მათი ასაკობრივი თავისებურებები და ინტერესის სფეროები.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • სამუშაო საათები: 09:00-18:00 საათი
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკის რაიონი, ა. პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქია) ქ. #3

ფუნქციები და მოვალეობები:
  • ბავშვების უსაფრთხოებასა და პიროვნული, სოციალური, შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარ-ჩვეების განვითარებაზე ზრუნვა;
  • პროგრამის ხელმძღვანელთან შეთანხმებით და საგანმანათლებლო პროგრამაზე დაყრდნობით, ჯგუფის დღის განრიგის შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
  • სხვადასხვა გასართობი, შემეცნებითი და განმავითარებელი აქტივობების განხორციელება, პროცესში უშუალო მონაწილეობა და ჩართულობა;
  • ბავშვის ფსიქო-ემოციური უნარების განვითარების ხელშეწყობა
  • ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა, თვითმოვლის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება/განვითარება

პიროვნული უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • კრეატიულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV/რეზიუმე გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე schoololimp1@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

„ოლიმპში“ მივესალმებით ყველას, ვისაც სიამოვნებას ანიჭებს ბავშვებთან ურთიერთობა, მათთან თამაში და საბავშვო თავგადასავლები.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სკოლა „ოლიმპმა“ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია,რომლის მიზანს წარმოადგენს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

გისურვებთ წარმატებებს!
Science / Education
Preschool education
Views
Unique views