04 Jul - 24 Jul
Vip
Administrative Support and Assurance Specialist
Tbilisi
Application information
Email: mariam.zakaidze@orkin.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Administration / Business Management
Administration - Industry / Field: Consumer Products and Services
Consumer Services - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Additional benefits: Health insurance,Fitness and wellness programs,Reimbursement of fuel costs
Employer requirement:
- Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
- Minimal educational level: High School, Bachelor
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
„ორკინი საქართველო“ გეპატიჟებათ კარიერის შესაქმნელად კომერციული/სამომხმარებლო ინდუსტრიაში ადმინისტრაციული მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის სპეციალისტის კანდიდატურაზე - შექმენით ან განაახლეთ რეზიუმე და მიიღეთ გამოცდილება გლობალურ ბრენდებთან და გამოცდილ ინვესტორებთან თანამშრომლობით.
„ორკინი საქართველო“ (შპს სამომხმარებლო მომსახურება) წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International, რომელიც მსოფლიოს 65 ქვეყანაში ემსახურება ბიზნესსა და ფიზიკურ პირებს მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია, დეზინსექცია, დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული მომსახურება).
პირობები და სხვა დეტალები:
- გრაფიკი: სრული განაკვეთი
- მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N71
- ანაზღაურება/პირობები: გასაუბრებისას მოლაპარაკებით
- ბენეფიტები: კორპორატიული ნომერი, ჯანმრთელობის დაზღვევა
აღწერილობა და პასუხისმგებლობები:
- კონტრაქტორებთან ურთიერთობა სხვადასხვა უზრუნველყოფის მიზნით;
- ავტომობილის ჯარიმის, პარკინგის და ტექ. დათვალიერების კონტროლი, თვის პირველ რიცხვში გასულ თვეზე რეპორტის მომზადება;
- მივლინებების სასტუმროების ჯავშნების უზრუნველყოფა, დღიური ნორმების გამოყვანა და ფინანსურ სამსახურში დოკუმემენტების წარდგენა
- შესაბამის რამოდენიმე მიმართულებაზე Rs.ge-ზე ანგარიშ-ფაქტურებისა და ზედნადების შინაარსობრივი კონტროლი, დასტური ან უარყოფა, მოთხოვნის გაგზავნა და შეხსენება
- ავტომობილის შესყიდვის ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა
- ავტო-სადაზღვეო ინციდენტის მოკვლევა-რეაგირება, ინციდენტის ბრალეულობისა და საბუთების მოკვლევა (დარეკვა ცხელ ხაზზე და ინფორმაციის მიწოდება, მომართვის წერილების გამზადება სადაზღვეოსთვის და ჩართულობა რათა მოხდეს თანხების დროული ჩარიცხვა სერვის ცენტრებში)
- თანამშრომლების სატრანსპორტო უზრუნველყოფა
- ოფისების სამეურნეო უზრუნველყოფა/ზედამხედველობა
- სხვადასხვა აქტივობების (თიმბილდინგი, კორპორატიული) დაგეგმვა/ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება
- სხვა საოფისე, ადმინისტრაციული მხარდაჭერა, უზრუნვეყოფა და შესყიდვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
- MS Office-ის პროგრამების: Word, Excel, PowerPoint, Outlook-ის საბაზისო ცოდნა;
- სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო დამწყები ეტაპის სამუშაო გამოცდილება
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!
ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია; ასევე ინიციატივა, ინიციატივა და ინიციატივა
პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, სისტემებთან და ადამიანებთან ურთიერთობაში;
გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნების უნარი (ბიზნეს-პროცესების ანალიზი)
უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურად წარმოშობილ კონფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი
უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს
კანდიდატი სასურველია, იმედითა, ინტერესით და ენთუზიაზმით უდგებოდეს სამსახურს, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ფართო საზოგადოებისთვის საქმიანი სიკეთის/დოვლათის შექმნის ცხოვრების სტილი
საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, უნდოდეს რომ მოისმინოს, გააუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე.
კანდიდატს უნდა გააჩნდეს თვით-მოტივაციის უნარი, პასუხისმგებლობის შეგრძნება და დროის განრიგის შეგრძნება
კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
აუცილებელია, რომ კანდიდატს ჰქონდეს სურვილი და ამბიცია, რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში
მუდმივად ეცადოს დეტალების გამოძიება და სიზუსტის დაცვა. არ დაიზაროს დეტალების გადამოწმება და აუცილებელ რუტინასთან გამკლავება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: mariam.zakaidze@orkin.ge. გთხოვთ, subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
Administration / Business Management
Administration
Views
Unique views
