01 Jul - 24 Jul
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Construction
Interior design - Industry / Field: Construction
Construction - Seniority level: Senior-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 5 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Construction
Interior design - Industry / Field(Mandatory):Construction
Construction - Seniority level: Senior-Level
- Minimal educational level: Bachelor
- Languages: English,Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კომპანია სპექტრუმი, წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას.
ვაცხადებთ ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- წინასაპროექტო კვლევის მომზადება;
- ინტერიერის დიზაინის კონცეფციების შემუშავება;
- დიზაინის კონცეფციის მიხედვით მასალებისა და პროდუქციის შერჩევა;
- დეტალური ნახაზების მომზადება;
- მომიჯნავე სპეციალისტაბთან თანამშრომლობა;
- ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობა, ვადების და ხარისხის სტანდარტის დაცვით;
- დამკვეთებთან კომუნიკაცია;
- ინდივიდუალურ და გუნდურ პროექტებზე მუშაობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მუშაობის მინიმუმ ხუთ წლიანი გამოცდილება;
- კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- პროფესიული პროგრამების ცოდნა: Revit, AutoCAD, Photoshop, InDesign;
- გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების გამოცდილება;
- საერთაშორისო მწარმოებლების, დიზაინერების და მათი პროდუქტების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- კრეატიული და დეტალებზე ორიენტირებული;
- დროის ეფექტური მართვა;
- სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- გუნდური და პასუხისმგებლიანი;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- შრომისმოყვარე და ენერგიული;
- დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
- პუნქტუალური.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი პორტფოლიო, რეზიუმე და ნახაზების კრებული შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers@spectrum.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: “ინტერიერის დიზაინერი“ წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.
შერჩევის პროცესი მოიცავს 2 გასაუბრებას და დავალების შესრულებას.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ “კანონის” მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
“სპექტრუმიის“ საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.
Construction
Interior design
Views
Unique views
