26 Jun - 25 Jul
Standard
Chief Public Relations and Communications Specialist
Tbilisi
Application information
Email: vacancy@richmetalsgroup.com
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Marketing/Public Relations (PR)
Public Relations (PR) - Industry / Field: Energy & Mining
Mining & Metals - Seniority level: Senior-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 5 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Marketing/Public Relations (PR)
Public Relations (PR) - Industry / Field(Mandatory):Energy & Mining
Mining & Metals - Seniority level: Senior-Level
- Minimal educational level: Bachelor
- Languages: English,Russian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კომპანია “არ ემ ჯი” (რიჩ მეტალს გრუპი) სამთო მომპოვებელი კომპანია, აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მთავარი სპეციალისტის ვაკანსიას
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები
- კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მომზადება, დამუშავება და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით მიზნობრივი აუდიტორიებისთვის გავრცელება;
- კომპანიის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური მედიის პლატფორმების (Facebook, Instagram, YouTube და სხვა) ადმინისტრირება და მართვა;
- Meta Business Suite-ის გამოყენებით სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მართვა;
- სოციალური მედიის არხების ეფექტიანობის ანალიზი და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედია) ურთიერთობების ჩამოყალიბება და მართვა;
- საჭიროების შემთხვევაში ბრიფინგების, პრესკონფერენციებისა და სხვა მედია ღონისძიებების ორგანიზება;
- პრესრელიზების, მედია კიტებისა და სხვა საკომუნიკაციო მასალების მომზადება და გავრცელება;
- მედია მონიტორინგის განხორციელება და კომპანიის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი;
- კომპანიის CSR (კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის) პროექტების საკომუნიკაციო მხარდაჭერაში მონაწილეობა;
- სხვადასხვა საკომუნიკაციო არხზე საინფორმაციო და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- კომპანიის კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (სასურველია საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის, კომუნიკაციების, მარკეტინგის, პოლიტიკური ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით);
- საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების, ჟურნალისტიკის ან მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (B2- C1)
- სოციალური მედიის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- Meta Business Suite-ის ცოდნა და სარეკლამო კამპანიების მართვის გამოცდილება;
- AI ინსტრუმენტების (ChatGPT, Copilot, Gemini და სხვა) გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება კონტენტის შექმნის, რედაქტირების, კვლევისა და საკომუნიკაციო მასალების მომზადების პროცესში;
- MS Office-ის პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) მაღალ დონეზე ცოდნა;
- Adobe Photoshop, Illustrator და Lightroom-ის საბაზისო ცოდნა;
- Adobe Premiere Pro-ს საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები
- გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- კრიზისული კომუნიკაციების მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
სამუშაო ადგილი და პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი / დაბა კაზრეთი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 09:00 – 18:00;
შესვენება: 13:00 – 14:00.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@richmetalsgroup.com
Marketing/Public Relations (PR)
Public Relations (PR)
Views
Unique views
