29 Jun - 29 Jul
Standard
Head of Subject Department / Methodist - Department of Foreign Languages ​​and Department of Arts and Sports
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Science / Education Secondary education
  • Industry / Field: Education Primary/Secondary Education
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory:
  • Seniority level: Mid-Level
  • Minimal educational level: Bachelor, Master, Doctor
  • Languages: English

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

შპს „თბილისის საერთაშორისო სკოლა“ აცხადებს ვაკანსიას: საგნობრივი კათედრის ხელმძღვანელი / მეთოდისტი - უცხო ენების კათედრა(ინგლისური ენა,რუსული ენა) და ხელოვნებისა და სპორტის კათედრა(ხელოვნება,მუსიკა,სპორტი)

სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00
დასვენების დღეები: შაბათ-კვირა და სხვა ოფიციალური უქმე დღეები.
ლოკაცია: თბილისი,დიდი დიღომი,ზურგოვანი,თავისუფლების ქუჩა 10

სკოლის შესახებ:
შპს „თბილისის საერთაშორისო სკოლა“ არის პრესტიჟული, მაღალი რეპუტაციის მქონე, წარმატებული და დინამიურად მზარდი საგანმანათლებლო დაწესებულება. ჩვენი მიზანია მოსწავლეებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის აკადემიური პროგრამები და ხელი შევუწყოთ მათ მრავალმხრივ განვითარებას.
სკოლის გაფართოებასთან და ქართული სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებასთან დაკავშირებით, აკადემიური ხარისხის მართვის გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ და პროგრესულად მოაზროვნე კათედრის ხელმძღვანელებს / მეთოდისტებს შემდეგი მიმართულებებით:
უცხო ენების კათედრა(ინგლისური ენა,რუსული ენა)
ხელოვნებისა და სპორტის კათედრა(ხელოვნება,მუსიკა,სპორტი)


ძირითადი მოვალეობები:
  • შესაბამისი კათედრის სასწავლო გეგმებისა და კურიკულუმების მართვა, მოდიფიცირება და განვითარება ეროვნული სასწავლო გეგმის (ესგ) სტანდარტებისა და სკოლის მაღალი მოთხოვნების შესაბამისად;
  • კათედრის პედაგოგთა მუშაობის სისტემატური მონიტორინგი: გაკვეთილებზე დასწრება, სასწავლო პროცესის შეფასება და მასწავლებლებისთვის პროფესიული, კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემა;
  • ახალი პედაგოგების ინტეგრაციის პროცესის (ონბორდინგის) მართვა და კათედრის წევრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა (შიდა სემინარებისა და ვორქშოფების ორგანიზება);
  • სასკოლო საგამოცდო, შუალედური და მიმდინარე შესაფასებელი მასალების (ტესტები, შემაჯამებელი დავალებები, პროექტები) ხარისხის კონტროლი, გადამოწმება და აკადემიური შედეგების ანალიზი;
  • სწავლების ინოვაციური, ინტერაქტიული მეთოდებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვის კურირება;
  • კათედრის პერიოდული სხდომების წარმართვა და მჭიდრო თანამშრომლობა სკოლის აკადემიურ დირექციასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება შესაბამისი საგნობრივი მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი განათლების მეცნიერებებში, მართვაში ან შესაბამის დარგში ჩაითვლება უპირატესობად);
  • სკოლაში სწავლების გამოცდილება (სასურველია მეთოდისტად, კათედრის ხელმძღვანელად, უფროს, წამყვან ან მენტორ მასწავლებლად მუშაობის პრაქტიკა);
  • ეროვნული სასწავლო გეგმის, შემაჯამებელი დავალებების კონცეფციისა და თანამედროვე შეფასების სისტემების სიღრმისეული ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის მინიმუმ სამუშაო დონეზე ფლობა (საერთაშორისო საგანმანათლებლო რესურსების გასაცნობად და კოლეგებთან გამოცდილების გასაზიარებლად).

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • ძლიერი ლიდერული და გუნდის მართვის უნარები;
  • ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის, დიპლომატიისა და უკუკავშირის სწორად გაცემის უნარი;
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორიენტაცია მუდმივ განვითარებასა და ინოვაციებზე.

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • მაღალ და მზარდ ანაზღაურებას, თქვენი კვალიფიკაციისა და მიღწევების შესაბამისად;
  • მუშაობას სტაბილურ, წარმატებულ და პრესტიჟულ ორგანიზაციაში;
  • კომფორტულ, მეგობრულ და პროფესიულად მხარდამჭერ გარემოს;

კონკურსის ეტაპები:
რეზიუმეების (CV) გადარჩევა;
გასაუბრება სკოლის შესარჩევ კომისიასთან;
პრაქტიკული დავალება (შესაბამისი საგნის კურიკულუმის განვითარების მოკლე ხედვის წარდგენა).

როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: info@tis.edu.ge. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30.07.2026

სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და სასურველი კათედრა, მაგალითად: „კათედრის ხელმძღვანელი - დაწყებითი საფეხური“.
შენიშვნა: შპს „თბილისის საერთაშორისო სკოლა“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებს. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის კონკურსისთვის.

Science / Education
Secondary education
Views
Unique views