29 Jun - 28 Jul
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Logistics / Transport
Warehousing Accounting / Finance Accounting - Industry / Field: Retail
Supermarkets - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Additional benefits: Health insurance
Employer requirement:
- Experience is desired:
- Specialization/Specialty(Desired):Logistics / Transport
Warehousing Accounting / FinanceAccounting - Industry / Field(Desired):Retail
Supermarkets - Seniority level: Entry-Level
- Minimal educational level: Other
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღები ოპერატორის პოზიციაზე ოქროყანის ლოკაციაზე.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ფუნქცია-მოვალეობები:
- შემოსული პროდუქციის კომპანიაში დადგენილი წესების მიხედვით მიღება და პროგრამული აღრიცხვა;
- მიღებული პროდუქციის დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება, უზუსტობის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
- მიღებული პროდუქციის დასაწყობება და FIFO პრინციპის დაცვით განთავსება;
- კომპანიის სტანდარტების, შინაგანაწესისა და დადგენილი გრაფიკის თანახმად მუშაობა;
- მიღებული პროდუქციის ვადების კონტროლი;
- ფიზიკური სამუშაოს შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს ან იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;
- ანაზღაურება: საათობრივი + ეფექტური საბონუსე სისტემა;
- ლოკაცია: ოქროყანა, კოჯრის გზატკეცილი;
- ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- უფასო სამგზავრო ბარათს;
- გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
- Fitpass ბარათს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/8wXamRue
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 200 712
გისურვებთ წარმატებას!
Apply (On another website)
Logistics / Transport
Warehousing
Accounting / Finance
Accounting
Views
Unique views
Other jobs at company
