Today - 29 Jul
Start
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Insurance
Insurance management Administration / Business Management Archive - Industry / Field: Finance
Insurance - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Additional benefits: Health insurance,Corporate mobile number
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Specialization/Specialty(Mandatory):Insurance
Insurance management Administration / Business ManagementArchive - Industry / Field(Mandatory):Finance
Insurance - Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: High School, Bachelor, Master, Doctor, College
- Languages: Georgian
This announcement is
available only in Georgian Language, please see the text below (You can also
switch the site Language from header language switcher)
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე საოპერაციო დეპარტამენტში.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- პერსონის მონაცემების პროგრამული ცვლილება/გასწორება;
- პერსონების პროგრამული რეგისტრაცია და კონტრაქტის გახსნა;
- სამოგზაურო დაზღვევის პროგრამული გამოწერა/გაცემა;
- ჯანმრთელობისა და არასიცოცხლის დაზღვევის პოლისების მართვა, კონტრაქტებში ცვლილებების (დამატება, გაუქმება) დაანგარიშება და მონაცემების ასახვა როგორც პროგრამულ სისტემებში, ასევე Excel-ის ბაზებში;
- ჩარიცხვების პროგრამული ასახვა და თანხების გადანაწილება შესაბამის პოლისსა და კონტრაქტზე;
- კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
რას ვითხოვთ:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნას სამომხმარებლო დონეზე (განსაკუთრებით MS Excel);
- მსგავს პოზიციაზე სასურველ სამუშაო გამოცდილებას;
- ანალიტიკური აზროვნებას;
- დეტალებზე ორინტირებულობას;
- პასუხისმგებლობის გრძნობას;
- გუნდური მუშაობის უნარს;
რას გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ულიმიტო სასაუბრო დროს;
- გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
- კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
- ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/rkx
გისურვებთ წარმატებას!
Apply (On another website)
Insurance
Insurance management
Administration / Business Management
Archive
Views
Unique views
