Today - 29 Jul
Start
Monitoring and Quality Management Specialist
Tbilisi
Application information
Email: hr@finbureau.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Accounting / Finance
Other Administration / Business Management Quality control - Industry / Field: Finance
Financial Services - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 1500
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 1 year
- Specialization/Specialty(Mandatory):Accounting / Finance
Other Administration / Business ManagementQuality control - Industry / Field(Mandatory):Finance
Financial Services - Minimal educational level: Bachelor
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან. ფინბიურო აერთიანებს 18 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის და ხარისხის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე;
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ;
ანაზღაურება: 1500 ლარი
ფუნქცია/მოვალეობები:
- პრომლემური საკითხების ანალიზი, მონიტორინგი, აღმოჩენილ ხარვეზებზე სათანადო რეაგირება, რეკომენდაციების შემუშავება და შედეგების გაცნობა;
- სასესხო ვალდებულებების მართვის ოფიცრების სამუშაო პროცესის მონიტორინგი კომპანიაში დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით;
- კომპანიაში მიმდინარე სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ თანამშრომლებისთვის დროული ინფორმირების უზრუნველყოფა;
- სამუშაოს წარმართვა ვადების დაცვით;
- საეჭვო ფაქტების გამოვლენა და მისი შემდგომი ანალიზი;
- ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის მენეჯმენტის ან იურიდიული მიმართულებით;
- 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საფინანსო სექტორში;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშგების მომზადების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების და დროის მართვის უნარი;
- კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@finbureau.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „მონიტორინგის და ხარისხის მართვის სპეციალისტი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ფინბიურო"-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "ფინბიურო"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "ფინბიურო"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "ფინბიურო"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
Accounting / Finance
Other
Administration / Business Management
Quality control
Views
Unique views
