01 Jul - 25 Jul
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Hotel / restaurant / catering
Table Service Techniques - Industry / Field: Recreation & Travel
Hospitality, Restaurant/Cafe/Bar - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
- Minimal educational level: Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
- Suitable for students: Yes
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კომპანიის შესახებ
ტელეგრაფი პირველი სასტუმროა რეგიონში, რომელიც “Leading Hotels of The World”-ის წევრია და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ახალ სიტყვას ამბობს. ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს 239 მაღალი კლასის ნომერს, ქალაქის ურბანულ პეიზაჟებს, განსხვავებული კონცეფციის 7 რესტორანს, ჯაზ კლუბს, ბარს, თანამედროვე საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზებს. კომპანიისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს მდგრადი არქიტექტურა, გარემოს დაცვა და ეკოლოგიურად ჯანსაღი მომავლის უზრუნველყოფა.
ტელეგრაფის შენობა წლების განმავლობაში ბევრად მეტი იყო, ვიდრე საკომუნიკაციო კერა. ეს იყო ინოვაციების შუქურა, ახალი შეტყობინებებითა და სიახლეებით, რომლებიც მის არხებს შორის მოგზაურობდნენ და აჩქარებდნენ ქალაქის პულსს. ახლა გააზრებულად აღდგენილი, როგორც სასტუმრო ტელეგრაფი, ისტორია გრძელდება და ის კვლავ იქნება გრავიტაციის ცენტრი.
ჩვენ ვიწვევთ ენთუზიაზმით სავსე ადამიანებს შემოუერთდნენ ტელეგრაფის გუნდს და გახდნენ ჩვენი სტუმრებისთვის დაუვიწყარი მოგონებებისა და უნიკალური გამოცდილების გაზიარების მონაწილე.
სასტუმრო ტელეგრაფი - აცხადებს ვაკანსიას მიმტანის დამხმარის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
მოვალეობები:
- მიმტანის დახმარება ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობაში,
- მონაწილეობის მიღება მაგიდების სერვირებასა და ალაგებაში ,
- სისუფთავის და ჰიგიენის ნორმების დაცვა სამუშაო სივრცეში,
- სასტუმროს შინაგანაწესის დაცვა და მოქმედება არსებული პროცედურების შესაბამისად.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას და ბენეფიტებს (დაზღვევა, ფასდაკლებები ჯგუფის მასშტაბით, კვება, უნიფორმით უზრუნველყოფა და ქიმწმენდა),
- პროფესიული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობას,
- სამუშაო გარემო, რომელიც იძლევა ინიციატივებისა და ინოვაციების განხორციელების შესაძლებლობას,
:კვალიფიკაცია და გამოცდილება:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება,
- გუნდური მუშაობის უნარი.
თუ თქვენ ხართ:
- გუნდის ლიდერი, რომელიც მიისწრაფვის მომსახურების სრულყოფილებისკენ,
- პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია ცვლილებებთან მარტივად ადაპტაცია,
- მონდომებული გუნდის წევრი მაღალი ეთიკური სტანდარტებით,
- პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია რთული პრობლემების მოგვარება და მზად არის გამოწვევებისთვის.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/5aT8zk8d
ადგილმდებარეობა:
თბილისი, შ. რუსთაველის გამზირი #31/13
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა:
24 ივლისი, 2026
გაცნობებთ, რომ შპს "სილქ როუდ ბიზნეს ცენტრი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. პერსონალური მონაცემები კანდიდატის შესახებ, ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. პერსონალური მონაცემები კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, შპს "სილქ როუდ ბიზნეს ცენტრმა" წარდგენილი პერსონალური მონაცემები შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მათ შორის სამომავლო ვაკანსიაზე.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
Apply (On another website)
Hotel / restaurant / catering
Table Service Techniques
Views
Unique views
