02 Jul - 31 Jul
Vip
Russian-speaking corporate sales manager
Batumi, Old Batumi district, Farnavaz Mefe Street
Application information
Email: vacancy@cargopolo.com
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Sales
B2B Sales Strategy and Management - Industry / Field: Transportation, Logistics & Supply Chain
Import & Export, Logistics & Supply Chain - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 1000(+ Bonus)
- Additional benefits: Health insurance,Corporate mobile number
Employer requirement:
- Experience is desired:
- Specialization/Specialty(Desired):Sales
B2B Sales Strategy and Management - Industry / Field(Desired):Transportation, Logistics & Supply Chain
Import & Export, Logistics & Supply Chain - Minimal educational level: Bachelor, Master
- Languages: Georgian,Russian,English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
"Cargo Polo" აცხადებს ვაკანსიას რუსულენოვანი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
"Cargo Polo"არის მაღალტექნოლოგიური ამერიკული ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ავტომობილების / სპეცტექნიკის / სხვა მოძრავი აქტივების კომპლექსურ გადაზიდვაზე. მომსახურება მოიცავს დაინტერესებული მომხმარებლებისათვის ყველა საჭირო სერვისის მიწოდებას: შესყიდვის პლატფორმებზე წვდომების გაზიარება, სახმელეთო (საწყობამდე) გადაზიდვა ამერიკაში, ტვირთის დასაწყობება ამერიკაში, კონსოლიდაცია, საკონტეინერო გადაზიდვა სასურველ პორტამდე, ექსპედირების სერვისები მიმღებ პორტში, ბროკერინგი, ექსპედირების შემდგომი სახმელეთო გადაზიდვა მიღების საბოლოო წერტილამდე, ტვირთის დაზღვევა და ა.შ.
კომპანია გადაზიდვებს ახორციელებს 17 ძირითად ქვეყანაში: საქართველო, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, პოლონეთი, გერმანია, ლიტვა, რუმინეთი, ბულგარეთი, ჰოლანდია, საუდის არაბეთი, გაერთიანებული საემიროები, ომანი, იორდანია, ლიბია, ნიგერია.
2023 წელს გაიხსნა პირველი ოფისი საქართველოში/თბილისში, რადგან საქართველოს მიმართულება, როგორც სატრანსპორტო დერეფანი, დღეის მდგომარეობით ლოჯისტიკაში არსებული სირთულეებიდან გამომდინარე არის უმნიშვნელოვანესი.
კომპანიაში ფუნქციონირებს After sales / Support - დეპარტამენტები რაც გაყიდვების მენეჯერების გუნდს საშუალებას აძლევს მთელი სამუშაო დრო მოახმარონ პორტფელის ზრდას, კონცენტრირდნენ გაყიდვების პროცესზე და არა არსებული კლიენტების მომსახურებაზე. აღნიშნული მუშაობის სისტემა ერთი-ორად ზრდის მენეჯერების პროდუქტიულობას და სასურველი ფინანსური შედეგის მიღწევის საშუალებას იძლევა დროის მოკლე პერიოდში.
მოვალეობები:
- კორპორატიული კლიენტების მოძიება / მოზიდვა;
- პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოთხოვნების შესწავლა;
- პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება;
- სხვადასხვა სახის კორპორატიული შეთავაზებების მომზადება;
- ლოჯისტიკური პროდუქტების გაყიდვა;
- გაყიდვების დინამიკის ანალიზი;
- ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი;
- სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
- უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება ნახსენებ სფეროში.
- სავალდებულოა რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (მეტყველება, წერა და წაკითხვა)
- უპირატესობად ჩაითვლება ავტოიმპორტიორ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.
- უპირატესობად ჩაითვლება CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
- უპირატესობად ჩაითვლება უცხო ენის ცოდნა (ინგლისური);
- Microsoft Office-ის ცოდნა;
- მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სისხარტე);
- კონსულტაციის და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა;
- ლოგიკური აზროვნება;
- ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 + ბონუსი გაყიდვების მიხედვით.
- სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე
- ადგილმდებარეობა - ბათუმი, ფარნავაზ მეფის # 121.
Cargo Polo გთავაზობთ:
- საქმიანობის საფუძვლიანად შესწავლას (ამასთან სწავლების პროცესში სრულ ანაზღაურებას);
- სხვადასხვა ტრენინგებს გაყიდვების, კორპორატიული ქცევის, საოფისე პროგრამების და ენის კურსების მიმართულებით;
- კომფორტულ, თანამედროვე სამუშაო პირობებს ოფისში;
- მძღოლის მომსახურებას სამუშაო მიზნებისათვის;
- ულიმიტო ტელეფონს / ტელეფონის ნომერს - სამუშაო მიზნებისათვის;
- დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას;
- უფასო კორპორატიულ დაზღვევას მუშაობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cargopolo.com
Sales
B2B Sales Strategy and Management
Views
Unique views
