04 Jul - 30 Jul
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Production/Operations
Lathe Operation - Industry / Field: Manufacturing
Food Production - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 2500
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Seniority level: Entry-Level
- Minimal educational level: Incomplete High School, High School, Master, Bachelor, Doctor
- Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად 2 მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.
კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.
დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge
კომპანია ,,ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ელევატორის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - ზემო ფონიჭალა;
ანაზღაურება - 2 500 ლარი
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00 და შაბათს 09:00-16:00სთ.
დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან); კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა;
ძირითადი მოვალეობები:
- ნაყარი სახის ნედლეულის მიღება, აწონვა, სინჯების აღება და განთავსება შესაბამის სილოსებში, დადგენილი წესების დაცვით;
- მიღებული ნედლეულის აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- საწარმოო პროცესისთვის საჭირო შესაბამისი ნედლეულის გადმოტანის უზურნველყოფა საწარმოო ზონაში;
- ნედლეულის გაცემის უზრუნველყოფა (მოთხოვნის შესაბამისად), შესაბამისი წესების დაცვით;
- ელევატორში განთავსებული პროდუქციის მონიტორინგი: ტემპერატურული, ტენიანობის და გაგრილების სისტემის კონტროლი;
- სილოსის ტექნიკური მახასიათებლების მონიტორინგი და პრობლემის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი პირების დროული ინფორმირება;
- სამუშაო პროცესში უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების და სახანძრო უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა;
- სამუშაო სივრცეში ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასაწყობე ან ტექნიკური მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- საშუალო ან პროფესიული განათლება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (A2);
- სასურველია შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა;
ვაკანსიის შესახებ დეტალების სანახავად და განაცადის გამოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://nutrimax.selfrecruit.ge/s/E4XkT
გისურვებთ წარმატებას!
Apply (On another website)
Production/Operations
Lathe Operation
Views
Unique views
