Today - 02 Aug
Standard
Support Materials Warehouse Specialist
Rustavi
Application information
Email: HR@caucaspack.com
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Logistics / Transport
Warehouse Management Systems (WMS), Warehousing, Warehouse Automation - Industry / Field: Manufacturing
Packaging & Containers - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 1500
- Additional benefits: Health insurance,Free meal,Fitness and wellness programs
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 1 year
- Specialization/Specialty(Mandatory):Logistics / Transport
Warehouse Management Systems (WMS), Warehousing, Warehouse Automation - Industry / Field(Mandatory):Manufacturing
Packaging & Containers - Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: Bachelor, Master, Doctor, College
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
შპს „კავკასპაკი“ ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი ბაზრის ლიდერი კომპანიაა, რომელიც 2007 წელს თბილისში ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით შეიქმნა. თავდაპირველად კომპანიის საქმიანობა მხოლოდ კვერცხის შესანახი ფირფიტების წარმოებას მოიცავდა, თუმცა, ბაზრის ტენდენციების ცვლასთან ერთად, კომპანიის წარმოება გაფართოვდა და პროდუქციის ასორტიმენტიც გაიზარდა.
2010 წლიდან ,,კავკასპაკმა’’ საწარმო გახსნა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ინდუსტრიულ ზონაში, ქალაქ რუსთავში.
დღესდღეობით კომპანია აწარმოებს როგორც კვერცხის შესაფუთ კონტეინერებს, ასევე კონტეინერებს მზა საკვებისთვის, Take Away სერვისისა და საკონდიტროებისათვის. ამჟამად ,,კავკასპაკის“ მიერ წარმოებული პროდუქციის 35% ექსპორტზე გადის. ჩვენი პროდუქცია იყიდება: ესპანეთში, უკრაინაში, თურქეთში, უზბეკეთში, აშშ-ში, კანადასა და პანამაში.
ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია "კავკასფექი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე მასალების საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე.
ლოკაცია: რუსთავი, დავით გარეჯის ქუჩა #30
სამუშაო საათები: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი 08:00–17:00; შაბათი 08:00–13:00.
ანაზღაურება: 1500 ლარი (NET)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
- საწყობის, ლოჯისტიკის ან მარაგების აღრიცხვის მიმართულებით მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;
- სასურველია 1C-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
- ეტიკეტებისა და დამხმარე მასალების მიღება, ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემოწმება, საწყობში განთავსება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად და ოპერაციების 1C-ის პროგრამაში ასახვა;
- მიღებული მასალების ლოგისტიკური სტანდარტების შესაბამისად განლაგება და შენახვა (შეფუთვის ტიპის, დასახელების, მწარმოებლის, სერიის, რაოდენობისა და ვარგისიანობის ვადის მიხედვით);
- საწარმოო პროცესისთვის საჭირო დამხმარე მასალების გაცემის დროული უზრუნველყოფა და პროცესის კონტროლი;
- სასაწყობო მარაგების აღრიცხვა, ნაშთების კონტროლი და ყოველთვიური ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
- საწყობში წესრიგისა და მასალების სწორი შენახვის უზრუნველყოფა კომპანიის შიდა სტანდარტების შესაბამისად.
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებული;
- პასუხისმგებლიანი;
- პუნქტუალური;
- დეტალებზე ორიენტირებული.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებას;
- FitPass;
დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე HR@caucaspack.com და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 3 აგვისტო, 2026 წელი.
ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია შპს "კავკასპაკ"-ი თქვენი კანდიდატურის შესწავლისა და დასაქმების გადაწყვეტილების მიღების მიზნით თქვენ მიერ გამოგზავნილ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს შეისწავლის საქართველოს კანონმდებლობისა და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ შპს "კავკასპაკ"-ის შესაბამის უფლებამოსილ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ შპს "კავკასპაკ"-ს.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი შპს "კავკასპაკ"-ი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
Logistics / Transport
Warehouse Management Systems (WMS),
Warehousing,
Warehouse Automation
Views
Unique views
