Today - 09 Jul
Standard
Chief Specialist in the Office of the Dean of the Faculty of Law
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Science / Education Higher education Training courses/Educational programmes Education (general)
  • Industry / Field: Education Higher Education
  • Seniority level: Entry-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Salary:
    Fixed 1130

Employer requirement:

  • Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
  • Minimal educational level: Bachelor
  • Suitable for students: Yes
  • Languages: Georgian,English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე შესარჩევად

კონკურსის გამოცხადების შესახებ
გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატში მთავარი სპეციალისტის პოზიციის დასაკავებლად.
ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო თვეში განისაზღვრება 1130 (ათას ასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
შერჩეული აპლიკანტი დაინიშნება სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით).

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
  • ა) ბაკალავრის ხარისხი (სამართლის ან საერთაშორისო სამართლის სპეციალობით) ან იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
  • ბ) სახელმწიფო ენაზე და ინგლისურ ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;
  • გ) მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser ).

აპლიკანტი უნდა იცნობდეს:
  • ა) თსუ-ს წესდება;
  • ბ) საქართველოს კანონს “უმაღლესი განათლების შესახებ”;
  • გ) “იურიდიული ფაკულტეტის დებულება”;
  • დ) თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
  • ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
  • ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გ) ოპერატიულობა;
  • დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
  • ვ) დასაბუთების უნარი;
  • ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
  • თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
  • ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
  • დეკანისა და დეკანის მოადგილის ფუნქციების განხორციელების ხელშეწყობა;
  • ფაკულტეტის ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორ დაწესებულებებთან კომუნიკაციის ხელშეწყობა ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურთან ერთად;
  • ფაკულტეტის სტუმართა ხელშეწყობა მათ მიერ განსახორციელებელი სამუშაოს შესრულებისას და ფაკულტეტის მიერ მათი მასპინძლობის ორგანიზება ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურთან ერთად;
  • სტუდენტებთან და სტუდენტურ ორგანიზაციებთან დეკანის ურთიერთობის კოორდინაციის ხელშეწყობა;
  • დეკანის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების სამუშაო ვერსიების მომზადების ხელშეწყობა;
  • დეკანის სხვადასხვა წერილობითი მოხსენების ტექსტის მომზადების ხელშეწყობა;
  • ფაკულტეტის სტაჟირების პროგრამაში ჩართული სტუდენტების კოორდინაცია;
  • ტუტორიუმის პროგრამის შემუშავება, ხელმძღვანელობა, ტუტორთა ჯგუფის მომზადება;
  • სხვა შესაბამისი ამოცანის შესრულება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
  • ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
  • გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
  • დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
  • ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 6 ივლისიდან 2026 წლის 9 ივლისის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - “იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის მთავარი სპეციალისტის პოზიცია”.

ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
Science / Education
Higher education
Training courses/Educational programmes
Education (general)
Views
Unique views