10 Jul - 08 Aug
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Science / Education
Physics - Industry / Field: Education
Primary/Secondary Education - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Specialization/Specialty(Mandatory):Science / Education
Physics - Industry / Field(Mandatory):Education
Primary/Secondary Education - Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: Bachelor, Master
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
ენ-ჯი სკოლა აცხადებს ვაკანსიას ფიზიკის მასწავლებლის პოზიციაზე (VII - XII კლასები)
სამუშაოს აღწერა და პირობები:
- სამუშაო დატვირთვა: კვირაში 9 საათი;
- მუშაობის დაწყების თარიღი: 2026 წლის 7 სექტემბერი;
- ანაზღაურება: განისაზღვრება კადრის კვალიფიკაციის შესაბამისად (სკოლაში ანაზღაურება გაიცემა 12 თვეზე, შესაბამისად, თანამშრომელი სარგებლობს ანაზღაურებადი შვებულებით).
ძირითადი მოთხოვნები და საკვალიფიკაციო კრიტერიუმები:
ვაკანტურ საათებზე მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და შემდეგ კრიტერიუმს:
- უმაღლესი განათლება — ბაკალავრის/მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ფიზიკის ან მათემატიკის სწავლების უფლების მითითებით).
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების მქონე კადრი, განიხილება მასწავლებლობის მაძიებლის ან მოწვეული მასწავლებლის კანდიდატურაც.
აუცილებელი გამოცდილება და უნარები:
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
- საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების მოძიებისა და სასწავლო პროცესში ინტეგრირების უნარი.
პიროვნული თვისებები:
- თავაზიანი და კომუნიკაბელური;
- ენერგიული და მოტივირებული;
- ორგანიზებული და პუნქტუალური;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობითა და შრომისმოყვარეობით გამორჩეული;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
წასადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
- რეზიუმე (CV);
- შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი.
გთხოვთ, დოკუმენტები გამოაგზავნოთ სკოლის ელექტრონულ მისამართზე: ngschool1999@gmail.com (სათაურის ველში [Subject] აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ფიზიკის მასწავლებელი).
გთხოვთ გაითვალისწინოთ: დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მომდევნო (გასაუბრების) ეტაპზე.
Science / Education
Physics
Views
Unique views
