Today - 08 Aug
Standard
სტაჟირება საქმისწარმოებისა და საოპერაციო მხარდაჭერის მიმართულებით
Tbilisi
Application information
Phone: +995 511 19 19 00

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Administration / Business Management Operational processes management
  • Industry / Field: Corporate Services Environmental Services
  • Seniority level: Entry-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Internship with future employment prospects
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
  • Minimal educational level: Bachelor, Master, Doctor
  • Languages: Georgian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

ENSECO საქმიანობის გაფართოებასთან დაკავშირებით აცხადებს სტაჟირებას საქმისწარმოებისა და საოპერაციო მხარდაჭერის მიმართულებით, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

სტაჟირება განკუთვნილია მოტივირებული კანდიდატებისთვის, რომლებსაც სურთ პრაქტიკული გამოცდილების მიღება კომპანიის საქმისწარმოების, დოკუმენტბრუნვის, ბუღალტრული მომსახურების მიმწოდებელ კომპანიასთან კოორდინაციისა და ადმინისტრაციულ-სამეურნეო პროცესების მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:
  • შემოსული და გასული კორესპონდენციის მიღებასა და შესაბამის ადრესატებთან გადაგზავნაში მონაწილეობა;
  • ოფიციალური წერილების მიღების დადასტურება და, საჭიროების შემთხვევაში, რეგისტრაციის ნომრების მოთხოვნა;
  • შემოსული და გასული დოკუმენტების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და არქივირება;
  • დოკუმენტებისა და სამუშაო პროცესების რეგისტრაცია და განახლება Excel-ის ცხრილებში, Google Drive-სა და monday.com-ის სისტემაში;
  • ახალი სააღრიცხვო ცხრილების შექმნასა და არსებული მონაცემების განახლებაში მონაწილეობა;
  • ხელშეკრულებების, მათი ცვლილებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადებაში დახმარება;
  • ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების გაგზავნის, ხელმოწერისა და დაბრუნების პროცესის კონტროლი;
  • ხელშეკრულებების მოქმედების ვადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მონიტორინგი;
  • დოკუმენტების ბეჭდვა, სკანირება, შესაბამისი წესით დასახელება და არქივირება;
  • ბუღალტრული მომსახურების მიმწოდებელ კომპანიასთან კომუნიკაციასა და საჭირო დოკუმენტაციის გადაგზავნაში მონაწილეობა;
  • ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა პირველადი დოკუმენტების მოწესრიგება;
  • მისაღები და გადასახდელი თანხების ჩარიცხვის სტატუსის მონიტორინგი;
  • მივლინების ბრძანებებისა და თანმხლები დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
  • საწვავის მოხმარების მონაცემების აღრიცხვა და მონიტორინგი;
  • ოფისის საკანცელარიო და სხვა სამეურნეო საჭიროებების აღრიცხვა და მათი უზრუნველყოფის კოორდინაციაში მონაწილეობა;
  • ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული და საოპერაციო დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი - ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ფინანსების, სამართლის ან სხვა მონათესავე მიმართულებით;
  • Microsoft Word-ისა და Excel-ის საბაზისო ცოდნა;
  • ელექტრონულ ფოსტასა და Google Drive-თან მუშაობის უნარი;
  • monday.com-თან ან სხვა საქმისწარმოებისა და სამუშაო პროცესების მართვის პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება — სასურველია;
  • გამართული წერითი და ზეპირი ქართული ენა;
  • ინფორმაციის მოწესრიგებისა და სისტემატიზაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ახალი ცოდნისა და უნარების შეძენის სურვილი;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის.

შერჩევისა და სტაჟირების პირობები:

კანდიდატების შერჩევის პროცესი შესაძლოა მოიცავდეს გასაუბრებას და/ან პოზიციის შესაბამის პრაქტიკულ დავალებებს.
  • შერჩევის პროცესში შეფასდება კანდიდატის:
  • ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
  • დოკუმენტებთან მუშაობის სიზუსტე;
  • Microsoft Word-ისა და Excel-ის გამოყენების საბაზისო უნარები;
  • სამუშაოს ორგანიზებისა და ვადების კონტროლის უნარი;
  • წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

სტაჟირების გაგრძელება და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობა დამოკიდებული იქნება კანდიდატის მიერ გამოვლენილ შედეგებზე, სამუშაო პროცესებთან ადაპტაციის უნარსა და პროფესიული განვითარების პოტენციალზე.

კომპანია გთავაზობთ:
  • პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ ადმინისტრაციულ და საოპერაციო პროცესებში;
  • დოკუმენტბრუნვის, ხელშეკრულებების ადმინისტრირებისა და ბუღალტრული მომსახურების მიმწოდებელ კომპანიასთან ურთიერთობის გამოცდილებას;
  • Excel-ის, Google Drive-ისა და monday.com-ის პრაქტიკულ გამოყენებას საქმისწარმოებისა და სამუშაო პროცესების მართვისთვის;
  • გარემოსდაცვით პროექტებსა და მომსახურებებთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესებში ჩართულობას;
  • პროფესიული განვითარებისა და გამოცდილ თანამშრომლებთან მუშაობის შესაძლებლობას;
  • სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობას;
  • დასაქმების შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სტაჟირების ხანგრძლივობა და პირობები: განისაზღვრება შერჩეულ კანდიდატთან შეთანხმებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV / რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@enseco.ge

საკონტაქტო ნომერი: +995 511 19 19 00
Administration / Business Management
Operational processes management
Views
Unique views