Today - 08 Aug
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Sales
B2B Sales Strategy and Management - Industry / Field: Finance
Insurance - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 2 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Sales
B2B Sales Strategy and Management - Industry / Field(Mandatory):Finance
Insurance - Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: Bachelor
- Languages: English,Georgian
This announcement is
available only in Georgian Language, please see the text below (You can also
switch the site Language from header language switcher)
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- კორპორატიული კლიენტების მოძიება და ბიზნეს ურთიერთობების დამყარება სხვადასხვა სექტორში (ფინანსები, ლოჯისტიკა, ტექნოლოგიები, წარმოება და სხვ.);
- სრულფასოვანი B2B გაყიდვების ციკლის წარმართვა: საჭიროებების ანალიზი; შეთავაზების მომზადება; პრეზენტაცია; მოლაპარაკება; კონტრაქტის გაფორმება;
- არსებული კორპორატიული პორტფელის მართვა და გაყიდვების ზრდა (Upsell / Cross-sell);
- ბაზრის ტენდენციების ანალიზი და გაყიდვების ტაქტიკების მუდმივი გაუმჯობესება;
- არსებულ კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი კმაყოფილების უზრუნველყოფისა და ახალი/დამატებითი პროდუქტების შეთავაზების მიზნით;
- მუშაობა შიდა გუნდებთან შეთანხმებული შეთავაზების უზრუნველსაყოფად;
- პეროდული ანგარიშების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.
რას ვითხოვთ:
- უმაღლეს განათლებას ბიზნესის, მენეჯმენტის ან ფინანსების სფეროში;
- მინიმუმ 2 წლიან გამოცდილებას კორპორატიული (B2B) გაყიდვებში, უპირატესად – დაზღვევის, საბანკო ან მომსახურების სექტორში;
- სასურველ სიღრმისეულ ცოდნას ჯანმრთელობის და სიცოცხლის ან ქონების, ავტო დაზღვევების მიმართულებით;
- გაყიდვების ტარგეტების შესრულების უნარს;
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილებას (მაგ. Salesforce, Zoho, ან სხვა);
- მოლაპარაკების, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის მაღალ დონეზე განვითარებულ უნარებს;
- ინგლისური და ქართული ენის სრულყოფილად ფლობას.
- B2B გაყიდვების სტრატეგიების და Upselling და Cross-selling ტექნიკების ცოდნას;
- დეტალებზე ორიენტაციას;
- დროის ეფექტურ მართვას;
- ემოციურ ინტელექტს;
- გუნდური მუშაობის უნარს.
რას გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და კვარტალურ KPI და შედეგზე მიბმულ ბონუსს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ულიმიტო სასაუბრო დროს;
- გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
- კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
- ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/FakUl
გისურვებთ წარმატებას!
Apply (On another website)
Sales
B2B Sales Strategy and Management
Views
Unique views
