Today - 12 Aug
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Marketing/Public Relations (PR)
Marketing management - Industry / Field: Retail
Retail - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 2 years
- Minimal educational level: Bachelor, Master
- Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სს „ნიკორა ტრეიდი“ - საქართველოს საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. ჩვენ პირველებმა დავამკვიდრეთ სუპერმარკეტების ქსელის კულტურა საქართველოში და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის რითეილ სექტორის განვითარებას.
წარმატების ისტორია 2000 წელს დაიწყო და დღეს ვაერთიანებთ ორი ბრენდის -„ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ 650-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში ვქმნით ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და კომფორტზე დაფუძნებულ გამოცდილებას. მუდმივი ზრდა და ინოვაციები გვაძლევს საშუალებას, დავრჩეთ ლიდერ პოზიციაზე და განვავითაროთ თანამედროვე სავაჭრო სტანდარტები საქართველოს მასშტაბით.
სს „ნიკორა ტრეიდი“ დღეს 8500-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რაც კომპანიას საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად აქცევს. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებას ქმნიან ადამიანები და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი კომპანიის ყველაზე დიდი ღირებულებაა
შემოგვიერთდი „ნიკორა ტრეიდში“ - კომპანიაში, სადაც პატივისცემა, პასუხისმგებლობა, მომხმარებელზე ორიენტაცია, სტაბილურობა და გაუმჯობესებისკენ სწრაფვა ერთიანდება საერთო მიზნის მისაღწევად - გავაგრძელოთ პირველობის ისტორია.
სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. N7
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00
ფუნქცია-მოვალეობები:
- პორტფელში არსებული ბრენდების მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და ბიუჯეტირება;
- მარკეტინგული პროექტების დაგეგმვა, შედეგების პროგნოზირება, აქტივობების კალენდრის შექმნა და ბიუჯეტის განსაზღვრა;
- ბრენდის ციფრული პლატფორმებისთვის კონტენტ კალენდრისა და სტრატეგიის შემუშავება.
- ბაზრის ტენდენციების კვლევა, ანალიზი და კონკურენტული უპირატესობების განსაზღვრა;
- კონკურენტების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
- საჭიროებიდან გამომდინარე, სპეციფიკური კვლევითი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
- განხორციელებული პროექტების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
- გარე პარტნიორებთან, სააგენტოებთან და კონტრაქტორებთან მოლაპარაკება თანამშრომლობის პირობების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
- მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- კრეატიულ სააგენტოებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- კრეატიული ხედვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/QNFy87cb
სს „ნიკორა ტრეიდი“ ხელმძღვანელობს თანასწორი შესაძლებლობების, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პრინციპებით და ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისა თუ თანამშრომლისთვის.
Apply (On another website)
Marketing/Public Relations (PR)
Marketing management
Views
Unique views
