Next
Today - 12 Aug
Start
International Financial Reporting Standards Manager / IFRS Manager
Batumi
Application information
Email: CV@BatumiOilTerminal.com
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Accounting / Finance
Financial Analysis, IFRS (International Financial Reporting Standards) Reporting, Financial Reporting - Industry / Field: Transportation, Logistics & Supply Chain
Logistics & Supply Chain Energy & Mining Oil & Energy - Seniority level: Senior-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Additional benefits: Health insurance
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Specialization/Specialty(Mandatory):Accounting / Finance
Financial Analysis, IFRS (International Financial Reporting Standards) Reporting, Financial Reporting - Industry / Field(Mandatory):Transportation, Logistics & Supply Chain
Logistics & Supply Chain Energy & MiningOil & Energy - Seniority level: Senior-Level
- Minimal educational level: Bachelor
- Languages: Russian,English,Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ აცხადებს კონკურსს ფასს (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების) მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე.
ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ფასს (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების) მენეჯერი
სტრუქტურული ქვედანაყოფი: ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების (ფასს) მომზადების განყოფილება
რეზიუმეების მიღების ვადა: 15.07.2026 – 14.08.2026
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო რეჟიმი: სრული სამუშაო განაკვეთი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი ეკონომიკური განათლება: ბუღალტრული აღრიცხვა ან ფინანსური აღრიცხვა და კონტროლი / გადასახადები / აუდიტი / ეკონომიკა
მოთხოვნები ლიცენზიების, სერტიფიკატებისა და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობის შესახებ DipIFR ACCA-ის სერტიფიკატი ან ჩაბარებული ACCA-ის Financial Reporting (F7)
სპეციალობით მუშაობის გამოცდილება: პროფესიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება
საერთაშორისო აუდიტორულ ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ასეთი გამოცდილების არსებობის შემთხვევაში, მინიმალური პროფესიული სტაჟი შეიძლება შეადგენდეს 1 წელს.
ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება:არ მოითხოვება.
სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები:
უნდა ფლობდეს შემდეგ უნარ-ჩვევებს:
- ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს/IFRS) გამოყენება;
- ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფასს-ის შესაბამისად;
- კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
- ახალი და შეცვლილი ფასს სტანდარტების მოთხოვნების ანალიზი და გამოყენება;
- სააღრიცხვო პოლიტიკისა და მეთოდოლოგიური დოკუმენტების მომზადება ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფასს-ში;
- ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნებისა და გამჟღავნებების მომზადება;
- გარე და შიდა აუდიტორებთან ურთიერთობა, აუდიტორულ მოთხოვნებზე პასუხების მომზადება;
- ფინანსური ანგარიშგების ტრანსფორმაციის მომზადება;
- რთული სამეურნეო ოპერაციების ანალიზი და ფასს-ის შესაბამისად მათი ასახვის წესის განსაზღვრა;
- ხელმძღვანელობისთვის ანალიტიკური და სხვა სახის ინფორმაციის მომზადება;
- ERP სისტემებთან და ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობა (SAP FC და IC (სასურველია), 1C-ბუღალტერია);
- ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგი და კომპანიის საქმიანობაზე მათი გავლენის შეფასება.
- Microsoft Excel-ის პროგრამაში მაღალ დონეზე მუშაობის უნარი.
- Microsoft Office-ის პროგრამებში (Word, Excel, PowerPoint) და 1C-ბუღალტერიაში მუშაობის უნარ-ჩვევები თავდაჯერებული მომხმარებლის დონეზე.
სახელმწიფო ენა (ქართული ენა) — თავისუფლად წერისა და დოკუმენტების შემუშავების უნარის დონეზე (არანაკლებ C1 დონისა);
უცხო ენა (რუსული ენა) — საშუალო დონეზე (არანაკლებ B1 დონისა);
უცხო ენა (ინგლისური ენა) — საშუალო დონეზე (არანაკლებ Intermediate დონისა).
უნდა იცოდეს:
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები;
- ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების საფუძვლები;
- საქართველოს საკანონმდებლო და ნორმატიული სამართლებრივი აქტები ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების სფეროში.
სამსახურებრივი მოვალეობები:
თანამდებობის მიზანი: ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების ფორმირება და მომზადება, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების შიდა მეთოდოლოგიური მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავება.
სამსახურებრივი მოვალეობები:
- ფასს-ის შესაბამისად ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების, ასევე ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნების ფორმირება და მომზადება;
- სააღრიცხვო პოლიტიკის, მეთოდოლოგიური დოკუმენტებისა და შიდა რეგლამენტების შემუშავება და აქტუალიზაცია ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების საკითხებზე;
- ახალი და შეცვლილი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ანალიზი, კომპანიის საქმიანობაზე მათი გავლენის შეფასება და დანერგვის უზრუნველყოფა;
- ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდოლოგიური მხარდაჭერა ფასს-ის გამოყენების საკითხებში;
- რთული და არასტანდარტული სამეურნეო ოპერაციების ანალიზი და ფასს-ის შესაბამისად ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში მათი ასახვის წესის განსაზღვრა;
- ტრანსფორმაციული და კონსოლიდაციური კორექტირებების მომზადება და შემოწმება, შიდაჯგუფური ოპერაციებისა და ნაშთების ელიმინაციის ჩათვლით;
- ფინანსური ინფორმაციის პაკეტების მომზადება მშობელი კომპანიის კონსოლიდაციისა და ანგარიშგების მიზნებისთვის;
- საანგარიშგებო პერიოდების დახურვის პროცესში მონაწილეობა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების დადგენილი ვადების დაცვის უზრუნველყოფა;
- გარე და შიდა აუდიტორებთან ურთიერთობა, საჭირო გაანგარიშებების, განმარტებებისა და აუდიტორულ მოთხოვნებზე პასუხების მომზადება;
- ხელმძღვანელობისთვის ანალიტიკური მასალების, პრეზენტაციებისა და ცნობების მომზადება ფინანსური ანგარიშგებისა და ფასს-ის გამოყენების საკითხებზე;
- ბუღალტრულ აღრიცხვაში ცალკეული სამეურნეო ოპერაციების ასახვის კორექტულობის კონტროლი ფასს-ის მოთხოვნების თვალსაზრისით;
- მონაწილეობის მიღება ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესების ავტომატიზაციასა და სააღრიცხვო პროცესების სრულყოფაში;
- ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგი, აგრეთვე კომპანიის საქმიანობაზე მათი გავლენის შეფასება;
- კომპანიის სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის მეთოდოლოგიური მხარდაჭერის გაწევა ბუღალტრული აღრიცხვისა და ფასს-ის გამოყენების საკითხებზე;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც უკავშირდება ფუნქციონალურ მოვალეობებს.
დამატებითი ინფორმაცია: საერთაშორისო აუდიტორულ ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
შრომის პირობები:
შრომის ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო გრაფიკი: 5-დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით), 09:00-დან 18:00 საათამდე. დასვენების დღეები - შაბათი და კვირა.
სამუშაო ადგილი: საქართველო, ქ. ბათუმი, წმინდა სევერიან აჭარელის ქ. №4გ.
დასაქმებულის უფლებები:
შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ დასაქმებული სარგებლობს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით.
კომპანია ახორციელებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ისე დასაქმების შემდგომ პერიოდში.
დოკუმენტების მიღების წესი:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილება და უნარები შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: CV@BatumiOilTerminal.com ან aroshidzet@batumioilterminal.com წერილის თემის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება.
რეზიუმეს (CV) ფორმა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.
შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ გიხდით მადლობას ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
Accounting / Finance
Financial Analysis,
IFRS (International Financial Reporting Standards) Reporting,
Financial Reporting
Views
Unique views