Today - 13 Aug
Vip
LV & Design Team Manager
Tbilisi, Saburtalo, Zakariadze st.
Application information
Email: hr@insta.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Energy
Project Planning and Coordination - Industry / Field: Manufacturing
Mechanical or Industrial Engineering Construction Building Materials - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 4000
- Additional benefits: Health insurance,Corporate mobile number,Company car,Trainings and the opportunity for professional growth,Fitness and wellness programs,Career development coaching
Employer requirement:
- Experience is mandatory: from 3 to 5 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Energy
Project Planning and Coordination - Industry / Field(Mandatory):Manufacturing
Mechanical or Industrial Engineering ConstructionCivil Engineering - Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: Bachelor
- Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
Insta- ელექტრო სისტემების პროექტირების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც უკვე 28 წელზე მეტია წარმატებით საქმიანობს ბაზარზე.
ჩვენ ვნერგავთ სრულ ელექტრო-საინჟინრო გადაწყვეტებს სხვადასხვა სექტორისთვის: ელექტრო- სამონტაჟო სერვისები, ძალოვანი და მართვის ფარების წარმოება, ავტომატიზაცია, სუსტი დენები, განათება და მწვანე ტექნოლოგიები.
წლების განმავლობაში 500-ზე მეტი პროექტი განვახორციელეთ საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის ისეთი გლობალური ბრენდების მხარდაჭერით, როგორიცაა SIEMENS, DELL, BOSCH, EATON, DRAKA.
ჩვენს გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!
ვაკანსია: LV & პროექტირების გუნდის მენეჯერი
ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
სამუშაო საათები: 9:00-18:00 (ორშაბათი -პარასკევი)
ანაზაურება: 4000+ NET
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას;
- მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- კორპორატიული ნომერი;
- Fitpass (კომპანიის თანადაფინანსებით);
- საშვებულებო დღეების გამოყენების შესაძლებლობას, საგამოცდო პერიოდის დასრულებისთანავე + პირადი დრო;
- შიდა და გარე სასწავლო ტრენინგებს.
ძირითადი მოვალეობები:
- LV და ელექტრო-საპროექტო მიმართულების სამუშაოების დაგეგმვა, კოორდინაცია და კონტროლი;
- ელექტრომომარაგების სისტემებისა და ძალოვანი კარადების მიმართულებით ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება და ოპტიმიზაცია;
- ელექტრო ნახაზების, სქემებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და გადამოწმების პროცესში მონაწილეობა;
- პროექტების შესრულების მონიტორინგი დადგენილი ვადებისა და ბიუჯეტის შესაბამისად;
- ძალოვანი კარადების აწყობის, ტესტირების და ექსპლუატაციაში ჩაბარების პროცესების კოორდინაცია;
- ტექნიკური საკითხების შეთანხმება და კოორდინაცია სხვა საინჟინრო მიმართულებებთან (ELV, ავტომატიზაცია, პროექტების მართვა);
- ტექნიკური შეუსაბამობების გამოვლენა და გამოსწორების პროცესის მართვა;
- ტექნიკური სტანდარტების, შიდა რეგულაციებისა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვაში მონაწილეობა;
- მიმართულების ფარგლებში ტექნიკური და ოპერაციული რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
- შესრულებული სამუშაოების შესახებ რეგულარული რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან
- დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაოს დაგეგმვა და დავალებების განაწილება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ელექტროენერგეტიკის, ელექტროინჟინერიის ან შესაბამის ტექნიკურ მიმართულებაში;
- ელექტრო-საპროექტო და ელექტრომომარაგების სისტემების მიმართულებით მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- გუნდის მართვის ან პროექტების კოორდინაციის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა და კომუნიკაცია).
პროგრამული უნარჩვევები:
- AutoCAD;
- EPLAN ან სხვა ელექტრო-საპროექტო პროგრამები;
- Microsoft Office (Excel, Word, Outlook);
- სხვა საინჟინრო პროგრამები პროფილის შესაბამისად.
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@insta.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ‘’ LV & პროექტირების გუნდის მენეჯერი’’
ნებისმიერი პერსონალური მონაცემები, რომელიც შპს ‘’ინსტა’’- სთვის ხელმისაწვდომი გახდება თავად „ინსტაში“ ან/და სხვა „ინსტას“ პარტნიორ კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვისთვის შემოიფარგლება თქვენ მიერ გადმოგზვანილი CV-ითა და მასზე თანდართულ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში - კანდიდატის პერსონალური მონაცემები). თქვენი პერსონალური მონაცემები „ინსტას“ ან/და სხვა „ინსტას“ პარტნიორი კომპანიის მიერ შეგროვდება და დამუშავდება კონკრეტულ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება 2 (ორი) წლის ვადით. ეს უკანასკნელი ემსახურება იმ ფაქტს, რომ თუ თქვენი განაცხადი არ იქნა განხილული იმ ვაკანსიაზე, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, „ინსტა“ შეეცდება თქვენი პერსონალური მონაცემები გამოიყენოს/დაამუშავოს სხვა აქტიურ/მიმდინარე ვაკანსიებზე (როგორც შპს „ინსტაში“, ასევე, სხვა „ინსტა“ პარტნიორ კომპანიებში), რომელიც ხელს შეგიწყობთ კარიერული განვითარებასა და წინსვლაში. გაითვალისიწინეთ, თქვენ მიერ თქვენივე პერსონალური მონაცემების „ინსტა“-სთვის გაგზვანით, თქვენ ადასტურებთ, რომ დეტალურად გაეცანით წინამდებარე შეტყობინების ტექსტის შინაარსს და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოხსენებული ფორმით. ყოველივე ზემოხსენებულზე თანხმობა არის წინაპირობა თქვენი განაცხადის შესაბამის ვაკანტურ ადგილზე განსახილველად. შენიშვნა: ნებისმიერ დროს თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მოითხოვოთ მათი შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და განადგურება. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ „ინსატ“-ს შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე:
ტელ.: + (995 32) 220-20-20;
ვებ-გვერდი:https://www.insta.ge/ka/
Energy
Project Planning and Coordination
Views
Unique views
